GAU-ს კარიერის ცენტრის მიზანია უზრუნველყოს ეფექტური კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის, ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სასურველი სამუშაო ადგილების პოვნაში და უზრუნველყოს პარტნიორი ორგანიზაციები მაღალკვალიფიციური კადრებით.
GAU-ს კარიერის ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:
- ისეთი ღონისძებების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობენ სტუდენტებს რეზიუმეების სწორად შედგენისა და გასაუბრების უნარების გამომუშავებაში;
- სტუდენტებისა და კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბის CV-ების ბაზის წარმოება;
- სტუდენტებისათვის სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
- სტუდენტებისათვის შესაბამისი ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- დამსაქმებელთა სახით ახალი პარტნიორების მოძიება და მოთხოვნის შემთხვევაში არსებულ პატნიორთა მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: