ბიზნესის სკოლა
GAU-ს ბიზნესის სკოლა დაარსდა 2005 წელს საუკეთესო პრაქტიკის და ბიზნეს გარემოს რეალობის გათვალისწინებით. პროგრამები და სწავლების მეთოდიკა არის დინამიური და სრულად პასუხობს ზოგადი განვითარების ტენდენციებსა და ტექნოლოგიურ პროგრესს. GAU-ს ბიზნესის სკოლისა და აშშ-ს წამყვან უნიერსიტეტებთან მჭიდრო კავშირმა ცხადყო, რომ პროგრამა სრულ შესაბამისობაშია ამერიკის უნივერსიტეტების სათანადო პროგრამებთან. აღნიშნულმა მიდგომებმა არსებითად განსაზღვრა GAU-ს ბიზნესის სკოლის აკადემიური იდენტობა და ფილოსოფია.
ჩამოყალიბდა სწავლების თანამედროვე ...
GAU-ს ბიზნესის სკოლა დაარსდა 2005 წელს საუკეთესო პრაქტიკის და ბიზნეს გარემოს რეალობის გათვალისწინებით. პროგრამები და სწავლების მეთოდიკა არის დინამიური და სრულად პასუხობს ზოგადი განვითარების ტენდენციებსა და ტექნოლოგიურ პროგრესს. GAU-ს ბიზნესის სკოლისა და აშშ-ს წამყვან უნიერსიტეტებთან მჭიდრო კავშირმა ცხადყო, რომ პროგრამა სრულ შესაბამისობაშია ამერიკის უნივერსიტეტების სათანადო პროგრამებთან. აღნიშნულმა მიდგომებმა არსებითად განსაზღვრა GAU-ს ბიზნესის სკოლის აკადემიური იდენტობა და ფილოსოფია.
ჩამოყალიბდა სწავლების თანამედროვე მეთოდიკა, პროფესიული ინგლისურის ინტენსიური კურსებით და მცირერიცხოვანი ჯგუფების შექმნის და გამოყენების ტრადიცია. სწავლების პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სისტემატიურად ხორციელდება ბიზნესის სფეროს წამყვანი მენეჯერების მოწვევა და სტუდენტ᳥ბისთვის მათი გამოცდილებების გაზიარება. ამავდროულად, ბიზნესის სკოლის ფარგლებში არსებობს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც აწარმოებს სამეცნიერო კვლევებს ბიზნესის ადმინისტრირების ყველა მიმართულებით. ცენტრის მიერ შექმნილი ნაშრომები აქტიურად გამოიყენება სასწავლო პროცესში და სისტემატიურად ქვეყნდება იმპაქტ-ფაქტორიან საერთაშორისო ჟურნალებში.
2006 წლიდან ფუნქციონირებს კვონტების (QUANTS) პროგრამა, რომელიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. პროგრამა ბიზნესის სკოლის იმ სტუდენტებს აერთიანებს, ვისთვისაც განსაკუთრებულ ინტერესს რაოდენობრივი ფინანსების სწავლა წარმოადგენს. GAU-ს კვონტების პროგრამის ფარგლებში მომზადებული სპეციალისტები განსაკუთრებით მოთხოვნადი არიან მაღალანაზღაურებად და პრესტიჟულ პოზიციებზე წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებში.
2017 წლიდან ბიზნესის სკოლაში ამოქმედდა ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც უცხოელ სტუდენტებსაც აძლევს შესაძლებლობას გახდნენ GAU-ს კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი.
2020 წლიდან კი GAU აგრძელებს თანამედროვე საერთაშორისო ტრენდების გათვალისწინებას და ნერგავს ე.წ. Computational მიდგომას, რაც გულისხმობს ბიზნესის ადმინისტრირების ფუნდამენტალური დარგებისთვის (ფინანსები, მარკეტინგი, მ᳥ნ᳥ჯმენტი) ბიზნესის ანალიტიკის კომპონენტის დამატებას (რიცხვითი შედეგების მიღება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ფინანსებში (Quant), მარკეტინგსა და მენეჯმენტში)
ამდენად, GAU ქმნის საგანმანათლებლო სივრცეს, რომლის მეშვეობითაც GAU-ს კურსდამთავრებული ხდება კონკურტენტუნარიანი და განვითარებაზე ორიენტირებული როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ამას მოწმობს კურსდამთავრებულებულების დასაქმების მაღალი მაჩვენებელი.
GAU-ს ბიზნესის სკოლა წარმოდგენილია უმაღლესი განათლების სამივე საფეხურით, კერძოდ:
საბაკალავრო პროგრამა (BBA):
- მ᳥ნ᳥ჯმენტი (Computational)
- მარკეტინგი (Computational)
- ფინანსები (Computational)
- რაოდენობრივი ფინანსები (QUANTS)
სამაგისტრო პროგრამა (MBA):
- მ᳥ნ᳥ჯმენტი
- მარკეტინგი
- ფინანსები
სადოქტორო პროგრამა (PhD)
დეკანის მისალმება
თეიმურაზ ტორონჯაძე
ბიზნესის სკოლის დეკანი
„მოგესალმებით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სახელით!
ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას ბიზნეს ადმინისტრირების დარგში. ამისათვის სკოლაში შექმნილია ყველა პირობა: მობილიზებულია მაღალკვალიფიციურ პროფესორთა გუნდი, სწავლება მიმდინარეობს ახალ, ნათელ და დაცულ შენობაში, რომელიც განლაგებულია ქალაქის ცენტრში. ამასთან ბიზნესის სკოლას გააჩნია კარგად აღჭურვილი კომპიუტერული კლასები, ბიბლიოთეკა, კაფე, სპორტული დარბაზი. ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას, რომ სტუდენტებმა ნაყოფიერად იშრომონ და ღრმად დაეუფლონ არჩეულ სპეციალობას.
გამოვყოფ ჩვენი სკოლის ერთ მნიშვნელოვან თავისებურებას: საფუძვლიანი სპეციალური განათლების გარდა თქვენ მიიღებთ ბიზნეს ინგლისურის აქტიურ ცოდნას. ეს ორი შენაძენი მყარ ფუნდამენტს ჩაუყრის თქვენს მომავალს კეთილდღეობას.
ბიზნესის სკოლაში ფუნქციონირებს მეცნიერ–მკვლ᳥ვართა ჯგუფი. წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა ჸქტǃანტურაში და მოიპოვონ PhD ხარისხი.
2012-2013 სასწავლო წელს ბიზნესის სკოლაში ამუშავდა სპეციალური პროგრამა, რომელიც მ...