鶹ý

პრdzქტები

კვლ᳥ვა

პრdzქტები

ძალაუფლების გამომხატველი მეტაფორა და სიმილი ლიტერატურულ ნაწარმოებში

ძალაუფლების გამომხატველი მეტაფორა და სიმილი ლიტერატურულ ნაწარმოებში

პრdzქტის განმახǃციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ენისა და კოგნიტური მეცნიერებების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

პრdzქტის ტიპი: კვლევით და საგანმანათლებლო

პრdzქტის განხǃციელების თარიღი: 2021-2023

პრdzქტის ფინანსური მხარჸჭ᳥რა: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

პრdzქტის აᴢწ᳥რა:

წარმოდგენილი პროექტი განიხილავს ძალაუფლების გამომხატველ მეტაფორას და სიმილის ქართულ და ინგლისურენოვან ლიტერატურაში. ის ასევე აანალიზებს თუ როგორი ტრანსფორმაცია განიცადა მეტაფორამ და სიმილიმ დროის განმავლობაში ძალაუფლების გამომხატველი ლინგვისტური ერთეულების და ცნებების გამოყენების ასპექტში.

როგორც ცნობილია, მეტაფორა და სიმილი აზროვნების ვერბალური გამოხატვის ყველაზე ეფექტურ ლინგვისტურ საშუალებებს წარმოადგენენ. ისინი საზოგადოების ისტორიული და კულტურული მეხსიერების სარკისებრი ანარეკლებია. ამიტომ წარმოადგენენ არა მხოლოდ ლინგვისტიკის, არამედ სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის სფეროსაც.

ჩატარებულმა კვლ᳥ვამ გამოავლინა, რომ ლიტერატურაში ყველაზე ხშირად ძალაუფლება სამი ძირითადი კომპონენტის საშუალებით გამოიხატება. ესენია: ცოდნა, სიმდიდრე და ფიზიკური ძალა.

კვლ᳥ვამ ასევე გამოავლინა, თუ როგორ განიცადეს ცვლილებები ამ კომპონენტებმა დროის მანძილზე და გარდაიქმნენ უფრო თანამედროვე კომპონენტებად, რომლებიც ასახავენ ინფორმაციასთან წვდომას, გადაწყვეტილების მიღებას და ფიზიკურ ქარიზმას. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ ცოდნის ძალაუფლება ინფორმაციასთან წვდომის ძალაუფლებად გარდაიქმნა, სიმდიდირით მოპოვებული ძალაუფლება გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება გახდა, ხოლო ფიზიკური ძალა ქარიზმამ ჩაანაცვლა.

ამ მეტაფორების კვლ᳥ვამ გამოავლინა საზოგადოებებში ფასეულობათა გადაფასების და ღირებულებათა ტრანსფორმაციის ტრაექტორია საუკუნეების მანძილზე. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა ეპოქის ფუნდამენტური ქართულ და ინგლისურენოვანი ლიტერატურული ნაწარმოების კვლევის საფუძველზე განხორციელდა. კვლ᳥ვამ ცხადი გახადა, რომ ცივილიზაციების განვითარებასთან ერთად ძალაუფლების მეტაფორული აღქმა დაიხვეწა და ტრანსფორმაცია განიცადა. ლიტერატურულმა ძეგლებმა კი ეს ტრანსფორმაცია ნათლად ასახეს.

პრdzქტის ფარგლებში მიმდინარეობს კვლ᳥ვა თუ რამდენად განზოგადებადი შეიძლება იყოს დასკვნები და შესაძლო გამონაკლისების შემთხვევებს აფიქსირებს.

პრdzქტის შედეგები წარდგენილი იქნება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა