鶹ý

პრdzქტები

კვლ᳥ვა

პრdzქტები

რეკომბინირებადი მიმეტიკა

რეკომბინირებადი მიმეტიკა

პრdzქტის განმახǃციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ენისა და კოგნიტური მეცნიერებების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

პრdzქტის ტიპი: კვლევითი და საგანმანათლებლო

პრdzქტის განხǃციელების თარიღი: 2020-2021

პრdzქტის ფინანსური მხარჸჭ᳥რა: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

პრdzქტის აᴢწ᳥რა:

პროექტი განიხილავს ინგლისური და ქართული მასმედიის, და კერძოდ სოციალური მედიის, დისკურსებს რეკომბინირებადი მიმეტიკის საშუალებით. რეკომბინირებადი მიმეტიკა ახლად აღმოცენებული და სწრაფად მზარდი მეცნიერებაა. იგი რეკომბინირებადი გენეტიკის ანალოგიით წარმოიშვა ინფორმაციული თეორიებთან და მასმედიის შემსწავლელ მეცნიერებებთან მჭიდრო კავშირში. რეკომბინირებადი მიმეტიკის უმცირესი კვლევის ერთეულებია მიმები, რომლებიც ინფორმაციის უმცირეს ნაწილაკებს წარმოადგენენ. მათ აქვთ როგორც ლინგვისტური, ასევე გრაფიკული, ვიზუალური და აუდიო გამოხატვის ფორმა. მათი მრავალნაირი კომბინაციის მეშვეობით საზოგადოებებში ინფორმაცია შემქმნელისთვის სასურველი სახით ვრცელდება.

მიმები შეიძლება იყოს ახლად აღმოცენებული ან მიბაძვით განმეორებული, და ორნაირად გადაცემული: მსგავსი ფორმა განსხვავებული შინაარსით და მსგავსი შინაარსი განსხვავებული ფორმით. გენების მსგავსად, მიმები ხელახლა იქმნება, იცვლება, მეორდება, ქმნის სხვადასხვა კომბინაციებს, და ვითარდება. და ისევე როგორც გენეტიკაში, უძლიერესი მიმი რჩება და იმარჯვებს.

წარმოდგენილი პროექტი 2019-2020 წლების აქტუალურ თემებს, ბრექსიტსა და კოვიდს, რეკომბინირებადი მიმეტიკის ჭრილში განიხილავს. ის იკვლევს ენის ცვალებადობის, ევოლუციის და სოციალური ფსიქოლოგიის იმ საკითხებს, რომლებიც ენისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებას ასახავს.

კვლ᳥ვაში გამოყენებულია ინგლისური და ქართული ენების კორპუსები.

კვლევის შედეგები წარდგენილ იქნა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა