ნაწილაკები ინგლისურსა და ქართულში
პრdzქტისგანმახǃციელებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ენისა და კოგნიტური მეცნიერებების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
პრdzქტისტიპი: კვლევითი და საგანმანათლებლო
პრdzქტისგანხǃციელებისთარიღი: 2020-2021
პრdzქტისფინანსურიმხარჸჭ᳥რა: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
პრdzქტისაᴢწ᳥რა:
წარმოდგენილი პროექტი წარმოაჩენს ნაწილაკებს, არა როგორც მეორეხარისხოვან მეტყველების ნაწილებს, არამედ ინფერენციულ-ოსტენსიური ფუნქციის მატარებელ ლინგვისტურ ელემენტებს, რომლებიც კომუნიკაციას პრაგმატულ მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა დამოუკიდებლად ისინი როგორც წესი არ ფუნქციონირებენ, სხვა ერთეულებთან სინტაქსურ კომბინაციებში ხშირად საკმაოდ მნიშვნელოვან სემანტურ-პრაგმატულ დატვირთვას იძენენ. ისინი ეხმარებიან კომუნიკანტებს ინფორმაციის სწორ აღქმასა და ინფერენციაში, და სასურველ მიმართულებას აძლევენ კომუნიკანტთა განწყობილებებსა და დამოკიდებულებებს კონკრეტულ სიტუაციებში.
პროექტი განიხილავს ნაწილაკებს ინგლისურ და ქართულ ენებში, მათ როლს ინფორმაციის ემოციურად და პრაგმატულად დატვირთვაში, ასევე შეისწავლის ნაწილაკების ერთი ენიდან მეორეში გადმოცემას.
პროექტი იკვლევს შემთხვევებს, როდესაც ცალკეული ნაწილაკის ერთი ენიდან მეორეში გადატანა პირდაპირ არ ხდება და დამატებით განმარტებას მოითხოვს.
კვლევის შედეგები წარდგენილ იქნა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე.