鶹ý

პრdzქტები

კვლ᳥ვა

პრdzქტები

პოსტსაბჭოთა საქართველოს ქალაქები: სოციალური ვარდნა და მარგინალიზაცია ტყიბულსა და ჭიათურაში

პოსტსაბჭოთა საქართველოს ქალაქები: სოციალური ვარდნა და მარგინალიზაცია ტყიბულსა და ჭიათურაში

პროექტის განმახორციელებელი: ინტერკულტურული დიალოგის ფორუმი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიის სამეცნიერო კვლ᳥ვითი ცენტრი

პროექტის ტიპი: კვლ᳥ვითი

პროექტი ხორციელდება: 2020

პროექტის ფინანსური მხარდაჭერა: როზა ლუქსემბურგის ფონდი

პროექტის აღწერა:

პროექტი მიზნად ისახავდა:

1. ჭიათურისა და ტყიბულის მაგალითზე პოსტსაბჭოთა ქალაქების დეინდუსტრიალიზაციის შედეგების კვლ᳥ვას, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ურბანული თვალსაზრისით.

2. ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ურბანული კვლევებისა და ქალაქის  სოციოლოგიური შესწავლის მიმართულების განვითარების ხელშეწყობას.

პროექტი განხორციელდა ორ ეტაპად: პროექტის დასაწყისში, მაისის თვეში, შერჩეულმა კანდიდატებმა გაიარეს ექვსდღიანი ინტენსიური სემინარები ურბანულ სოციოლოგიაში.

სემინარებზე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორებიცაა - პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია და მისი თანმდევი პროცესები, ქალაქების ნეოლიბერალიზაცია და დეინდუსტრიალიზაცია, სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა და მისი გამომწვევი მიზეზები, ქალაქის ანთროპოლოგიური შესწავლის მეთოდები და ურბანსოციოლოგიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

პროექტის მეორე ეტაპზე, ზაფხულში, ივლისისა და აგვისტოს თვეში, მეორე ეტაპზე შერჩეული მონაწილეები (სტუდენტები და კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი), პროექტის სამეცნიერი ხელმძღვანელთან და მკვლ᳥ვარებთან ერთად გაემგზავრნენ ჭიათურასა და ტყიბულში საველე კვლევის ჩასატარებლად, რომელიც მიზნად ისახავდა ტყიბულისა და ჭიათურის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გამოცდილების შესწავლას. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდებოდა ქალაქის მკვიდრთა ცხოვრების ისტორიების მოსმენაზე და მათი დღევანდელი სოციალური განცდების შესწავლაზე. ასევე, კვლევის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენდა ქალაქის მეხსიერებისა და ახლანდელი ურბანული ლანდშაფტის, ქალაქის გარემოსა და ხელმისაწვდომობის შესწავლა და ანალიზი.

საველე კვლ᳥ვა მოიცავდა 40-ზე მეტ ჩაღრმავებულ ინტერვიუსა და გასაუბრებას ორივე ქალაქის მაცხოვრებლებთან, ასევე დაკვირვებას ქალაქზე, მის სოციალურ კლიმატსა და ცხოვრების რიტმზე. საველე ექსპედიციისას გადაღებულ იქნა ფოტოები, ხდებოდა დღიურებისა და ჩანაწერების წარმოება. აგრეთვე, ყოველ საღამოს ეწყობოდა დღის შემაჯამებელი განხილვები, სადაც ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა რესპონდენტების შესახებ და გაზიარება დაკვირვებებისა თუ შთაბეჭდილებების.

ჭიათურასა და ტყიბულში ჩატარებული საველე კვლევის საფუძველზე პროექტის მკვლ᳥ვარებმა მოამზადეს პუბლიკაცია ჭიათურისა და ტყიბულის ურბანულ და სოციალურ პრობლემებზე.

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მოქმედი სტუდენტები და კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი, რომელთაც აინტერესებთ პოსტსაბჭოთა კვლევები, ურბანული სოციოლოგია და უთანასწორობის კვლევები. 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა