University of Murcia-ს პროფესორის, ხუან ანტონიო ბუენდია სანჩეზის საერთაშორისო ვიზიტი GAU-ში!
პროფესორს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა, კვლევის განვითარებისა და ხელშეწყობის სამსახურის უფროსმა ანა ჩორგოლაშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისმა და სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანატმა უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სტუდენტ᳥ბისთვის ორი ლექცია-სემინარი ჩაატარა, თემაზე: ევროკავშირის სამართალი.
შეხვედრის მიზანი ორ უნივერსიტეტს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სამომავლო პერსპექტივების დასახვა და Erasmus-ის ფარგლებში პარტნიორობის გაფართოება იყო.