鶹ý

UG Startup Factory Accelerator - Batch 4

პარასკევი, 27 სექტემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ინოვაციების ცენტრი UG Startup Factory ორი წელია რაც ფუნქციონირებს ტრანსფერის ცენტრისა და  co-working-ის ფარგლებში. არსებული კომპანია მთლიანად ღია ინოვაციების პრინციპზეა დაფუძნებული, რომელიც გულისხმობს როგორც შიდა საუნივერსიტეტო პირების დახმარებას ბიზნესის მიმართულებით, ასევე გარე პირების.

UG Startup Factory გამოირჩევა მისი ღონისძიებებით, Startup Talk, Tech Talk და ყველაზე მთავარი-აქსელერაციის ორთვიანი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის ავტორებს აძლევს საშუალებას მათი იდეა გარდაქმნან ბიზნესად.

UG Startup Factory 10 ოქტომბრიდან იწყებს სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაზე რიგით მეოთხე ნაკადის მიღებას. პროგრამა განკუთვნილია იდეის ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის, რომლებსაც სურთ შექმნან სრულიად ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება და შესთავაზონ ის გლობალურ ბაზარს.  


პროგრამის მონაწილეებს ექნებათ წვდომა 100 000 ლარიან საინვესტიციო ფონდთან, საიდანაც მოხდება საინტერესო სტარტაპების დაფინანსება აქსელერაციის შემდგომ.


პროგრამა გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მონაწილეები გაივლიან შემდეგ ეტაპებს:

•იდეის ვალიდაცია და ტესტირება;

•გუნდის ფორმირება;

•ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება;

•MVP-ზე მუშაობა;

•მომზადება ინვესტორებთან ფიჩინგისთვის;

•დემო დღე პირველადი ინვესტიციის მისაღებად და პროდუქტის ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად.


პროექტის მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან:


•მუდმივი სამუშაო სივრცით UG Startup Factory-ის საერთო სამუშაო სივრცეში;

•მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რომლის გამოყენებითაც შეძლებენ პროტოტიპირებას (ფაბლაბი, მობილური აპლიკაციების ლაბორატორია, ელექტროინჟინერიის ლაბორატორია და სხვა);

•მენტორებითა და გამოცდილი ტექნიკური სპეციალისტებით;

•წვდომა ექნებათ ჩვენს სტარტაპ ბრო კომპანიებთან ;


აქსელერაციის პროგრამისთვის ჯამში შეირჩევა 15 სტარტაპი.


პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტარტაპებს ჩაუტარდებათ:


•OFFICE HOURS - შეხვედრები წარმატებულ სტარტაპებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით;

•ტრენინგები და კონსულტაციები მათ საჭიროებაზე მორგებულ თემებზე;

•მოსამზადებელი პროგრამა ინვესტორებთან შეხვედრისთვის;

•ყოველკვირეული რეპორტინგისა და ბრეინშთორმინგის სესიები Startup Factory-ის გუნდთან.


სააქსელერაციო პერიოდი: 10/10/2019 - 21/12/2019


 - რეგისტრაციის ბოლო ვადა - 5 ოქტომბერი.


UG Startup Factory-ის სამმა ბენეფიციარმა,მოიპოვა 100 000 ლარიანი გრანტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA -სგან.




სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა