სოფო შუბლაძის სახელობის ყოველწლიური საუნივერსიტეტო სტიპენდია
ოთხშაბათი, 05 იანვარი, 2022
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში დიდი სიახლე გვაქვს!
2022 წლიდან უნივერსიტეტში ინერგება GAU-ს თანადამფუძნებლის, სოფო შუბლაძის სახელობის ყოველწლიური საუნივერსიტეტო სტიპენდია.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს.
თითოეული მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- სტუდენტი უნდა სწავლობდეს საბაკალავრო პროგრამაზე (ბიზნესის სკოლა, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა, აიტისა და ინჟინერიის სკოლა, მედიცინის სკოლა);
- სტუდენტის საერთო შეწონილი ქულა (GPA) უნდა უდრიდეს ან აღემატებოდეს 3.0-ს.
წლევანდელი კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან:
- ბლოგების კონკურსი
- პრეზენტაცია და გასაუბრება
ბლოგების კონკურსი ჩატარდება GAU-ში სპეციალურ სივრცეში; სტუდენტებს ადგილზე მიეცემათ თემა, რომელზეც უნდა დაწერონ ბლოგი საათ-ნახევარში (სიტყვების რაოდენობა 300-500);
სპეციალურად შექმნილი ჟიური შეაფასებს სტუდენტთა ნამუშევრებს და გამოავლენს საუკეთესო ბლოგებს.
კონკურსის მე-2 ეტაპზე კომისია გაესაუბრება ბლოგების კონკურსში შერჩეულ აპლიკანტებს; კონკურსის ამ ეტაპზე სტუდენტებს ევალებათ წარმოადგინონ იმ აქტივობების (ლექციები, მასტერკლაები, სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, კონკურსები) პრეზენტაცია, რომლებსაც დაგეგმავენ და განახორციელებენ სასწავლო წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ ისინი გახდებიან სახელობითი სტიპენდიანტები.
გასაუბრების შემდეგ კომისია შეარჩევს ერთ გამარჯვებულს, რომელიც მიიღებს სოფო შუბლაძის სახელობით სტიპენდიას 5 000 ლარის ოდენობით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ 1 თებერვლიდან 6 მარტის&Բ;ჩათვლით.&Բ;
ბლოგების შეფასების კრიტერიუმები
- ბლოგის შინაარსი აქტუალური და საინტერესოა - საკითხი განხილულია ზოგად აქტუალურ თემებთან კავშირში - 20 ქულა
- აზრი გადმოცემულია ლოგიკურად, თანამიმდევრულად და არგუმენტირებულად - სტუდენტის პოზიცია გამყარებულია დასაბუთებით, ფლობს ფაქტებს და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია შესაბამისი ტექსტის ციტირება - 20 ქულა
- შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნება - ტექსტი არაშაბლონურია, ჩანს დამოუკიდებელი და თავისუფალი აზროვნება, არასტერეოტიპული მსოფლხედვა; - 20 ქულა
- კრიტიკული აზროვნება - სტუდენტს შეუძლია არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების მოძიება, მთლიანი სიტუციის ანალიზი და შესაბამისი დასკვნის გამოტანა; - 20 ქულა
- წერის კულტურა - ტექსტი ორგანიზებულია, აზრი მწყობრი და თანამიმდევრულია, ბლოგის ნაწილები ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირშია, აბზაცები გამოყოფილია; ტექსტი შესრულებულია სალიტერატურო ნორმების დაცვით: გრამატიკულად, ორთოგრაფიულად და სტილისტურად გამართთულია, დაცულია პუნქტუაციის წესები. - 20 ქულა