鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

PHTLS: ,,ტრავმირებულთა პრეჰოსპიტალური გადაუდებელი დახმარება” - პრეზენტაცია

PHTLS: ,,ტრავმირებულთა პრეჰოსპიტალური გადაუდებელი დახმარება” - პრეზენტაცია

პარასკევი, 10 მაისი, 2024

აჩვენე კალენდარზე

 ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ორგანიზებით 14 მაისს, 17:00 საათზე, PHTLS: ,,ტრავმირებულთა პრეჰოსპიტალური გადაუდებელი დახმარება,” ( PHTLS: Pre Hospital Trauma Life Support) მეცხრე გამოცემის პრეზენტაცია ჩატარდება.

 ტრავმირებულთა პრეჰოსპიტალური გადაუდებელი დახმარების წიგნი, უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელოა როგორც სასწრაფო დახმარების სპეციალისტებისთვის, ისე ჯანდაცვის ნებისმიერი მიმართულების წარმომადგენლისათვის.

 რადგან PHTLS-ის ქართულენოვანი გამოცემა მნიშვნელოვნად დაეხმარება ქართველ მედიკოსებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და სტუდენტებს მიიღონ ინფორმაცია თუ როგორ აღმოუჩინონ ეფექტურად პირველადი დახმარება პაციენტებს ჰოსპიტლის გარეთ.

 აღნიშნული წიგნით საქართველოში არსებული სამედიცინო ტრენინგ ცენტრები შეძლებენ PHTLS-ის ტრენინგების ქართულ ენაზე ჩაატარებას.

 პრეზენტაციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს!
 თარიღი: 14 მაისი, 17:00 საათი (მე-200 აუდიტორია)
 მისამართი: მერაბ ალექსიძის ქ.10 (ქართულ-ამერიკული უნივერისტეტი)

 დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს
წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში (Funded through the Book Translation Program, U.S. Embassy in Georgia).

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა