იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსი 2019 დასრულდა
შაბათი, 21 დეკემბერი, 2019
21 დეკემბერს (2019) უზენაეს სასამართლოში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართა, რომელიც უკვე მეორე წელია ხორციელდება სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის ǃგანიზ᳥ბით.
ორი ფინალისტი გუნდიდან იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის გამარჯვებული გახდა სკოლა აიბი მთიების გუნდი. მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა თბილისის 23-ე საჯარო სკოლამ.
პროცესის დასასრულს კონკურსი შეაჯამეს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის მოწვეულმა ლექტორმა, ლევან ვეფხვაძემ, რომელიც მთელი კონკურსის განმავლობაში მენტორობას უწევდა სკოლის მოსწავლეებს, ასევე GAU-ს პროექტების კოორდინატორმა, ანანო ციცვიძემ.
სკოლის მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და წარმატება მიულოცა GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ზაზა რუხაძემ.
სამივე გუნდს გადაეცა სერტიფიკატები, სასწავლო და გასართობი ვაუჩერები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ გუნდს კი გადაეცა თასი.
იმიტირებული სასამართლო პროცესი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სამართლის სწავლებაში. კონკურსამდე სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ პროფესიული ტრენინგი პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში. მონაწილეებმა თეორიულ საკითხებთან ერთად პრაქტიკოსი იურისტებისაგან მიიღეს რეკომენდაციები, დადგეს იმიტირებული სასამართლო პროცესები და შეითავსეს პროცესის მონაწილეთა როლები. კონკურსში ჯგუფებმა კონკრეტული მკვლელობის საქმეს განიხილეს და ნაფიცი მსაჯულების (და/ან მოსამართლეების) წინაშე იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს.
კონკურსი წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სიმულაციას, სადაც მონაწილეები წარსდგნენ ნაფიცი მსაჯულების (და/ან მოსამართლეების) წინაშე და მათ წინაშე დაასაბუთეს საკუთარი პოზიციები.
იმიტირებული სასამართლო პროცესების 2019 წლის კონკურსში მონაწილეობას იღებდა 10 სკოლის გუნდი.
GAU წარმატებას უსურვებს კონკურსის ყველა მონაწილეს!