31 ოქტომბერს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა კვლევითი პუბლიკაციის „ცხოვრება რკინიგზის პირას: ჭიათურისა და ზესტაფონის მეხსიერება და დღევანდელობა“ პრეზენტაცია.
კვლევითი პუბლიკაცია მომზადდა ჭიათურასა და ზესტაფონში სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის შედეგად და წარმოადგენს ინტერკულტურული დიალოგის ფორუმის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტის „ცხოვრება რკინიგზის პირას: დასავლეთ საქართველოს საბჭოთა ინდუსტრიული ქალაქების მეხსიერება და დღევანდელობა“ დასკვნით ნაწილს.
პროექტი განხორციელდა ინტერკულტურული დიალოგის ფორუმის მიერ, როზა ლუქსემბურგის ფონდის მოსკოვის ოფისის მხარდაჭერითა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლასთან თანამშრომლǃით.
პუბლიკაციის სამეცნიერო რედაქტორი: ბაქარ ბერეკაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და სოციოლოგიის პროფესორი.
პროექტის ავტორი და აკადემიური ხელძღვანელი: იულია ორეშინა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
პუბლიკაციის ბეჭვდითი ვერსია ხელმისაწვდომია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ხოლო ელექტრონული ვერსია კი ხელმისაწვდომია ბაქარ ბერეკაშვილის ResearchGate პროფილზე.