鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

GAUსტარტაპე სტუდენტ᳥ბისთვის!

GAUსტარტაპე სტუდენტ᳥ბისთვის!

სამშაბათი, 05 აპრილი, 2022

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი მეგობარ კომპანია „ჯეუ გრუპთან“ პარტნიორობით GAUსტარტაპეს შესარჩევ ეტაპს იწყებს. ჯეუ გრუპი საგზაო-სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიას წარმოადგენს.

თუ გაქვს სტარტპ იდეა, მომავალში გეგმავ რომ საკუთარი ბიზნესი გქონდეს, გსურს შენი იდეის განვითარება, განხორციელება, წარმატებული სტარტაპერებისა და ქოუჩების გაცნობა, მათგან საინტერესო და საჭირო რჩევებისა და რეკომენდაციების მიღება - მაშინ ახლავე უნდა დარეგისტრირდე, რადგან ეს პროექტი შენთვისაა!

გახდი პროექტის მონაწილე, მოიგე 7000,5000 ან 3000 ლარი და დამატებით მოიპოვე ინვესტორების დაფინანსება შენი სტარტაპის წამოსაწყებად!

როგორ უნდა გახდე პროექტის მონაწილე? ამისთვის აუცილებელია:

  • იყო GAU-ს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი
  • გქონდეს სტარტაპ იდეა ნებისმიერი ინდუსტრიის მიმართულებით
  • შეკრიბო გუნდი ან ინდივიდუალურად დარეგისტრირდე პროექტში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ ბმულზე =>
  • გუნდის რეგისტრაციის შემთხვევაში თითოეული წევრი უნდა იყოს GAU-ს სტუდენტი. ასევე დაიშვებიან GAU-ს სხვადასხვა ფაკულტეტებიდან შემდგარი გუნდები.
  • გუნდის წევრების მინიმალური რაოდენობაა 2, ხოლო მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 5-ს.
  • თუ გუნდი არ გყავს დარეგისტრირდი ინდივიდუალურად. 

რ᳥გისტრაცია გრძელდება 16 აპრილის ჩათვლით

შერჩევის კრიტერიუმები:

  • ინოვაციური იდეა ან პრობლემის ინოვაციური გადაჭრის ხერხი
  • განხორციელების რეალურობა
  • მასშტაბი და გლობალური პერსპექტივა

საორანიზაციო ჯგუფი დარეგისტრირებული კანდიდატებიდან შეარჩევს კონკურსანტებს, რომლებიც მოხვდებიან აქსელერაციის პროგრამაში. პროგრამის განმავლობაში თითოეულ სტარტაპერს ექნება შესაძლებლობა დაესწროს მასტერკლასებს და პროპესიონალებთან თანამშრომლობით განავითაროს საკუთარი ბიზნეს იდეა. დასკვნით ეტაპზე კი გაიმართება ჟიურის წევრებთან ბიზნეს იდეების წარდგენა (Pitching). ჟიურის შედგება GAU-ს ბიზნესის სკოლის პროფესორებისა და ინვესტორებისგან (ჯეუ გრუპიდან).

საპრიზო ფონდი:

  • პირველ ადგილოსან იდეას ჯეუ გრუპისგან საჩუქრად გადაეცემა ფულადი პრიზი 7000 ლარი
  • მეორე ადგილოსან იდეას ჯეუ გრუპისგან საჩუქრად გადაეცემა ფულადი პრიზი 5000 ლარი
  • მესამე ადგილოსან იდეას ჯეუ გრუპისგან საჩუქრად გადაეცემა ფულადი პრიზი 3000 ლარი

ჟიურის შეფასების მიღმა, თუ რომელიმე კონკურსანტის ბიზნეს იდეა საინტერესო აღმოჩნდება ჯეუ გრუპის დამფუძნებლებისთვის, ისინი განიხილავენ დამატებით ინვესტიციის ჩადებას რჩეულ იდეაში, იდეის მფლობელთან თანამშრომლობისა და შეთანხმების საფუძველზე.

პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპერების განვითარების ხელშეწყობა, სტუდენტ᳥ბისთვის მოტივაციის ამაღლება და მათი ხელშეწყობა.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით - 598861680, anichipashvili@gau.edu.ge

დარეგისტრირდით GAUსტარტაპეზე, ჩვენ გელით!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა