ძვირფასო პირველკურსელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ცხოვრების ახალ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას და გისურვებთ წარმატებას!
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით და თითოეული თქვენგანის უსაფრთხოების მიზნით, პირველკურსელთა რ᳥გისტრაცია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართება ონლაინ რეჟიმში.
- გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი ფაკულტეტის შესაბამისად, შეიყვანოთ სწორი მონაცემები და ატვირთოთ საჭირო დოკუმენტები. ონლაინ რეგისტრაციის ბოლო თარიღია პარასკევი, 10 სექტემბერი.
- სარეგისტრაციო ფორმა ➡️
- აკადემიურ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური მოთხოვნის/კითხვის შემთხვევაში გთხოვთ, ისარგებლოთ კომენტარის გრაფით.
- კითხვების შემთხვევაში მოგვწ᳥რ᳥თ ან დაგვიკავშირდით ➡️ (+995 32) 220 65 20 ან მოგვწ᳥რ᳥თ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე.
- რეგისტრაციის შემდეგ, SMS-ით გამოგეგზავნებათ პირველი ონლაინ შეხვედრის ბმული, სადაც შესაძლებლობა გექნებათ გაესაუბროთ თქვენს დეკანსა და აკადემიურ გუნდს.
- აკადემიური მენეჯერების საკონტაქტო ინფორმაცია
სწავლა დაიწყება 20 სექტემბერს.
გისურვებთ წარმატებებს!