საჯარო საუბრების სერია "GAUმომავალისთვის": ქეთევან ჟვანია - „სად არის ზღვარი PR-სა და მარკეტინგს შორის?“
ხუთშაბათი, 20 მაისი, 2021
20 მაისს (2021), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მხარდაჭერითა და ჩვენი სტუდენტების ინიციატივით საჯარო ლექციების სერია "GAU მომავლისთვის" ფარგლებში გაიმართა "ეფეს საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ქეთევან ჟვანიას საჯარო ლექცია, სახელწოდებით: „სად არის ზღვარი PR-სა და მარკეტინგს შორის?“.
ლექციის ფარგლებში პასუხები გაეცა შემდეგ კითხვებს:
- რა განსხვავება და გადაკვეთის წერტილებია PR-სა და მარკეტინგს შორის?
- ვინ არის PR-ის სპეციალისტი?
- ვინ არის მარკეტინგის სპეციალისტი?
- რა ფუნქცია და მნიშვნელობა აქვს PR-ს თანამედროვე კომპანიებში?
მსჯელობა გაიმართა „ეფეს საქართველოს“კონკრეტული მაგალითების საფუძველზე.
ლექციის პირდაპირ ეთერში მოსმენის და კითხვების დასმის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო, .