鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

9 ივნისს გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე პრიზი გადაეცა GAUდასის ხელძღვანელს

9 ივნისს გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე პრიზი გადაეცა GAUდასის ხელძღვანელს

პარასკევი, 09 ივნისი, 2017

აჩვენე კალენდარზე

GAU-ში 9 ივნისს (2017) გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე GAUდასის ხელმძღვანელს და სოციალურად აქტიურ სტუდენტს თათია მამაცაშვილს ჯილდოს სახით გადაეცა ტრენინგის ვაუჩერი: „მოლაპარაკების ხელოვნება“. ღონისძიებას ესწრებოდა ტრენინგის მომხსენებელი ეკატერინე ბაბუნაშვილი, სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი.

„მოლაპარაკების ხელოვნება“ „ფორტუნა აკადემიის“ ორგანიზებით 17-დან 28 ივნისამდე გასტანს და 5 შეხვედრას მოიცავს. ნდობის ატმოსფერო, ემოციური კომპეტენციის ამაღლება, წინააღმდეგობების დაძლევა - ეს ის თემებია, რომლებსაც მონაწილეები მოლაპარაკების წარმოების ჰარვარდისეული მოდელით შეისწავლიან.

თათია მამაცაშვილი GAU-ში დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლობს და გვჯერა, რომ ტრენინგში მონაწილეობა ხელს შეუწყობს მის პროფესიულ და პიროვნულ ზრდას ♥

დიდ მადლობას ვუხდით "ფორტუნა აკადემიას" თანამშრომლობისთვის! დაინტერესებულ ადამიანებს ტრენინგის დეტალების ნახვა შემდეგ ბმულზე შეუძლიათ:

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა