鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებისა და დიპლომატიის სკოლამ, საქართველოში „ისრაელის სახლთან“ თანამშრომლობით, ებრაელთა დელეგაციას უმასპინძლა

GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებისა და დიპლომატიის სკოლამ, საქართველოში „ისრაელის სახლთან“ თანამშრომლობით, ებრაელთა დელეგაციას უმასპინძლა

სამშაბათი, 06 ივლისი, 2021

აჩვენე კალენდარზე

6 ივნისს (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებისა და დიპლომატიის სკოლამ, საქართველოში „ისრაელის სახლთან“ თანამშრომლობით, ებრაელთა დელეგაციას უმასპინძლა.  

ვიზიტის პირველი ნაწილი მოიცავდა “ებრაული კვლევების სამეცნიერო ცენტრის“ ფარგლებში არსებულ თეოდორ ჰერცლის სახელობის აუდიტორიის დათვალიერებასა და ებრაელთა ისტორიის მოკლე მიმოხილვას.  ვიზიტის მეორე ნაწილი დაეთმო სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანის, პროფესორი ზაზა რუხაძის მიმართვას, რომელმაც ისაუბრა ებრაელი ხალხისა და ქართველების პარტნიორულ ურთიერთობაზე, ასევე „ებრაული კვლევების სამეცნიერო ცენტრზე“, რომლის მთავარი მიზანიცაა, ისეთი საკითხების შესწავლა, როგორიცაა: ებრაელთა ისტორიული განვითარება საქართველოში, მათი ურთიერთობები ეთნიკურ უმრავლესობასთან, ჰოლოკოსტი და მისი სოციო-კულტურული შედეგები, თანამედროვე ისრაელის ჩამოყალიბების ისტორიული ფაზა და მისი დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება და ა.შ.  

ებრაულ დელეგაციას, ასევე, სიტყვით მიმართა ისრაელის ბიზნესის პალატის პრეზიდენტმა,  „ისრაელის სახლის“ დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა, ბატონმა იციკ მოშემ.  საერთო ინტერესის შესაბამისად, GAU-ს პროფესორმა კახა ურიადმყოფელმა და ლექტორმა, გიორგი თუთბერიძემ ებრაულ დელეგაციას გააცნეს საქართველოს კონსტიტუციური სისტემა.  ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაჟღერდა „ჰასბარას“ სალექციო კურსის დანერგვის შედეგები, რომლიც უნიკალურია და ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში ხორციელდება მხოლოდ GAU-ში.  

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა