鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

შეხვედრა-სემინარი საქართველოს სხვადასხვა რაიონის სკოლის მოსწავლეებთან

შეხვედრა-სემინარი საქართველოს სხვადასხვა რაიონის სკოლის მოსწავლეებთან

ხუთშაბათი, 05 თებერვალი, 2015

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) წარმომადგენლებმა 5 თებერვალს საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლაში პროფესიული ორიენტაციის თემაზე შეხვედრა გამართეს. GAU-ს სასერტიფიკატო კურსის BMB (კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში) მსმენელებმა და ექსპერტებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს პროფესიული არჩევანის მნიშვნელობასა და კარიერის დაგეგმვაზე საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. ასევე უპასუხეს მოზარდების შეკითხვებს და მისცეს კონკრეტული რჩევები, რაც მომავალში გამოადგებათ.

მსგავსი კონსულტაციები GAU-სა და BMB-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს მოსწავლეების ხელშეწყობას სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებისას, რაც მნიშვნელოვანია როგორც თითოეული ადამიანისთვის, ასევე სწორი საკადრო პოლიტიკისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) 10 წლის ხდება. GAU მთელი ამ ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის პოზიციას ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის უმაღლეს განათლებას. 

BMB - GAU-ს სასერტიფიკატო კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში ბიზნეს სფეროში დასაქმებულ ან სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს ცოდნის შეძენას და ხედვის გაღრმავებას მოკლე ვადაში სთავაზობს.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა