პოლონეთის Wszechnica Polska University-ის წარმომადგენლის ვიზიტი GAU-ში
ორშაბათი, 13 სექტემბერი, 2021
2-13 სექტემბერს (2021) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს (GAU) ეწვია პოლონეთის Wszechnica Polska University-ის საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისის უფროსი, კატარჟინა გაიევსკა.
პოლონეთის უნივერსიტეტის წარმომაგენელი საქართველოში ვიზიტისას გაეცო GAU-ს ინფრასტრუქტურას და შეხვდა ჩვენი საერთაშორისო ურთიერობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თამარა მეჭურჭლიშვილს, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, როგორც ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, ასევე მის გარეთ.
აღნიშნული შეხვედრების მიზანია ჩვენი სტუდენტ᳥ბისთვის კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზება და მათთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობის მიცემა.