ცხადდება შიდა მობილობა GAU-ში (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელსაც სურს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა უნივერსიტეტის ფარგლებში, განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის პრეზიდენტს 12 ს᳥ქტემბრიდან 1 ǃტომბრის ჩათვლით), რომლის ფარგლებშიც GAUელებს შესაძლებლობა ეძლევათ უკვე არსებული საბაკალავრო და სამაგისტო პროგრამების გარდა, აირჩიონ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ახალი საბაკალავრო პროგრამა: ,,მედიაპროდუქცია და ვიზუალური მეთოდები დიზაინში“.
თუ გინდა იყო სპეციალისტი, თანამედროვე მედია, ქსელური და მობაილ პროდუქციის წარმოების და შემოქმედებითი პროექტების შექმნის, მედია ხელოვნების და რეკლამის დარგის მრავალფეროვან ვიზუალურ საკომუნიკაციო სფეროში, რომელსაც შეგეძლება ვიდეო, გრაფიკული, აუდიო, სატელევიზიო, სარეკლამო, თვალსაჩინო-საგანმანათლებლო პროდუქციის, სხვადასხვა ბეჭდვითი და მედია ნაწარმის დიზაინისა და ილუსტრაციების შექმნა, მაშინ აირჩიე ახალი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მედიაპროდუქციის შექმნასა და დიზაინში ვიზუალური მეთოდების ოსტატურად გამოყენების შესწავლას.
ასევე, სტუდენტი შეძლებს ფერის რეპროდუქციის, ფოტოგრაფიის, კომპიუტერული გრაფიკის და სხვა ვიზუალური მეთოდების ოსტატურად გამოყენებას დიზაინში, სურათების, სიტყვებისა და დეკორაციების კომბინირებას, საფირმო სტილის, ბანერის, პლაკატის, წიგნების, ჟურნალების, პოსტერების, რეკლამის დაპროექტებას, წარმოებას, მართვასა და გამოყენებას ნებისმიერ საკომუნიკაციო სფეროში, სხვადასხვა კომერციულ, საგამომცემლო, სარეკლამო, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ინოვაციურ შემოქმედებით საქმიანობაში;
დარგობრივი ინგლისური ენის განსავითარებლად პროგრამა ითვალისწინებს შესაბამის სასწავლო კურსებს. მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სრული კურსის გავლის შედეგად კურსდამთავრებულს შეუძლია წარმატებით იმუშაოს ნებისმიერ ორგანიზაციაში, როგორიცაა: მედია, კომერციული, საგამომცემლო, სახელმწიფო, სარეკლამო, საგანმანათლებლო, საბანკო ან სხვა ორგანიზაციებში. მას შეუძლია იმუშაოს შემდეგ პოზიციებზე: დაბალი და საშუალო დონის დიზაინერი, გრაფიკული დიზაინერი, ციფრული ვიდეოს რედაქტორი, ციფრული გამოსახულების რედაქტორი, ანიმატორი, ილუსტრატორი, დამკაბადონებელი, დიზაინერ–მენეჯერი, რეკლამის მენეჯერი და სხვა.