鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

შეჯიბრი სკოლის მოსწავლეებისთვის: GAU Minecraft Challenge

შეჯიბრი სკოლის მოსწავლეებისთვის: GAU Minecraft Challenge

სამშაბათი, 06 აპრილი, 2021

აჩვენე კალენდარზე

პირველად საქართველოში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა (IT) და ინჟინერიის სკოლა გიწვევთ GAU Minecraft Creative Challenge-ში მონაწილეობის მისაღებად!

Minecraft ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული თამაშია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოთამაშეებს შეისწავლონ პროგრამირების უნარების საფუძვლები, შეიძინონ გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრისა და პროექტების მართვის უნარები. Minecraft გამოიყენება საგანმანათლებლო მიზნებისთვისაც და იდეალური გარემოა შემოქმედებითობის და „საზღვრებს მიღმა“ აზროვნების განვითარებისთვის.

GAU Minecraft Creative Challenge-ის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან რამდენიმე ეტაპს, ფინალისტები კი ერთმანეთს შეეჯიბრებიან Minecraft-ის creative mode-ში კონკრეტული თემის გარშემო საუკეთესო კონსტრუქციის/ნამუშევრის შექმნაში!

შეჯიბრის დაწყებამდე რჩეულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ მასტერკლასებს GAU-ის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ლექტორებისგან, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მშენებლობის თემებზე.

საპრიზო ფონდი:
პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა:

  • ყურსასმენი Marshall Major III Bluetooth Black და ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით! 
  • 1,000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;

მეორე ადგილის მფლობელს გადაეცემა:

  • ყურსასმენი Marshall Major III Bluetooth Black და ფულადი ჯილდო 250 ლარის ოდენობით!
  •  6,00 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;

მესამე ადგილის მფლობელს გადაეცემა:

  • GAU-ს სასაჩუქრე ნაკრები;
  • 400 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში.

 მონაწილეობის მიღება:

იმისთვის, რომ გახდეთ პროექტის მონაწილე, უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • იყოთ საქართველოში არსებული საჯარო ან კერძო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლე (ერთი სასწავლო დაწესებულებიდან შესაძლოა რამდენიმე მოსწავლის რ᳥გისტრაცია)
  • გქონდეთ გახსნილი Minecraft-ის ანგარიში
  • შეავსოთ აპლიკაცია 2021 წლის 18 აპრილის 21:00-მდე. სარეგისტრაციო ბმული:

  

ტურნირი შედგება ოთხი ეტაპისგან:

  • რეგისტრირებულ მონაწილეებთან გაცნობითი შეხვედრა - 21 აპრილი
  • მასტერკლასები - 22-23 აპრილი (მასტერკლასში ჩართულ ყველა სკოლის მოსწავლეს GAU-სგან გადაეცემა სერტიფიკატი!)
  • პირველი ეტაპის შეჯიბრი -  დარეგისტრირებულ მონაწილეებს 23 აპრილს გაეგზავნებათ დავალება. დავალებაზე პასუხის გასაცემად მონაწილეებს ექნებათ 24 საათი.
  • ფინალური ეტაპი - Minecraft creative mode შეჯიბრი;

შესრულებული დავალების სისწორეზე და დროულობაზე დაყრდნობით საორგანიზაციო გუნდი შეარჩევს ფინალისტებს, რომლებიც ჩაერთვებიან Minecraft-ის კრეატიული შენების შეჯიბრში.

27 აპრილს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მონაწილეები შეიტყობენ გადავიდნენ თუ არა ფინალურ ეტაპზე! ფინალში გადავა 20 მონაწილე. ამავე დღეს, ზუმის შეხვედრის მეშვეობით კონკურსანტები შეიტყობენ ოპონენტების ვინაობას და Minecraft-ის შეჯიბრის თემატიკას, რომლის გარშემოც უნდა მოხდეს ნამუშევრის შექმნა / აშენება.

ფინალური Minecraft შეჯიბრი გაიმართება 1 მაისს. მონაწილეებს შენებისთვის მიეცემათ ვადა დღის 12:00-დან საღამოს 08:00-მდე. ინფორმაციას, თუ რომელ სერვერს უნდა შეუერთდნენ მონაწილეები, ცნობილი გახდება შეჯიბრის დაწყებამდე, 11:30-ზე!  

ფინალური ნამუშევრები შეფასდება ჟიურის წევრების მიერ კონსტრუქციის კომპლექსურობის, ვიზუალური მხარის, კრეატიულობის და დასახელებულ თემასთან შესაბამისობის მიხედვით.   

გისურვებთ წარმატებას!

 

 

  

 

 


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა