GAU-ს მედიცინის სკოლის ლაბორატორიული მედიცინისა და პრაქტიკული უნარების გაცნობითი კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
ოთხშაბათი, 16 ივნისი, 2021
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლა იწყებს ლაბორატორიული მედიცინისა და პრაქტიკული უნარების გაცნობით კურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.
თუ ხარ მედიცინით დაინტერესებული, ფიქრობ რომ ეს შენი სამომავლო პროფესიაა, ან თუნდაც მოგწონს მედიცინის სფერო, თუმცა ბოლომდე არ გადაგიწყვეტია მედიცინის პროფესიად არჩევა, მაშინ ეს კურსი შენთვისაა. ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს, ჩვენს უფასო ტრენინგ კურსზე, სადაც გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ მედიცინის საწყის ცნებებს და გაიაროთ საბაზისო პრაქტიკა GAUს მედიცინის სკოლის პროფესორებთან ერთად.
იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო პროექტში:
- უნდა იყო საქართველოს ნებისმიერი სახელმწიფო თუ კერძო საშუალო სკოლის მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე;
- უნდა შეავსო სარეგისტრაციო ფორმა; ისარგებლე შემდეგი ბმულით:
- ერთი სკოლიდან შესაძლებელია იმდენი მოსწავლის დარეგისტრირება, რამდენსაც სურვილი ექნება;
- რ᳥გისტრაცია სრულდება სამშაბათს, 29 ივნისს, 24:00 საათზე.
- შეავსე აპლიკაცია და მოგვიყევი თუ რატომ გსურს მედიცინის შესწავლა და რა არის შენი მოტივაცია.
ტრენინგ კურსი შედგება 5 ეტაპისგან:
- მონაწილეების გადარჩევა - მიღებულ აპლიკაციებზე დაყრდნობით გადაირჩევა 20 მოსწავლე, რომელთაც ჩაუტარდებათ ტრენინგი. გადარჩევის დროს დიდი ყურადღება დაეთმობა სამოტივაციო წერილს, რომელიც რეგისტრაციის დროს იქნება შევსებული. 1 ივლისს ტრენინგისთვის შერჩეულ 20 მოსწავლეს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვათ წერილი ტრენინგზე მოხვედრასთან დაკავშირებით.
- პირველი მასტერკლასი - 6 ივლისი
- 6 ივლისს შერჩეულ მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პირველი მასტერკლასი თემაზე - BLS - სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი. მასტერკლასზე მოსწავლეებს ვაჩვენებთ და შევასწავლით გულის გაჩერების ამოცნობასა და შესაბამისი პირველადი დახმარების გაწევას, როგორც ზრდასრული ადამიანის, ასევე მოზარდის შემთვევაში.
- მეორე მასტერკლასი - 7 ივლისი
- 7 ივლისს მოსწავლეებს ჩაუტარდებათ შემდეგი მასტერკლასი, რომელიც ეხება დემონსტრირებასა და პრაქტიკას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: არასტერილური ხელთათმანის სწორი გახდის ტექნიკა, სისხლში გლუკოზის შემოწმება გლუკომეტრის გამოყენებით და ასევე, კუნთშიგა და ინტრავენური ინექციები.
- მესამე მასტერკლასი - 8 ივლისი:
- 8 ივლისს მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ბიოქიმიისა და მორფოლოგიის მასტერკლასი ლაბორატორიაში.
- მეოთხე მასტერკლასი - 9 ივლისი
- 9 ივლისს მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ჰისტოლოგიის მასტერკლასი ლაბორატორიაში.
გამომდინარე იქიდან, რომ GAU-ს მედიცინის სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, მასტერკლასებზე ჩვენი პროფესორები აუცილებლად ახსენებენ მედიცინის ინგლისურ ტერმინოლოგიას, თუმცა ტრენინგები ჩატარდება ქართულ ენაზე.
გისურვებთ წარმატებას!