鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

საფასურის ცვლილება: GAU-ს სამაგისტრო პროგრამები

საფასურის ცვლილება: GAU-ს სამაგისტრო პროგრამები

ოთხშაბათი, 16 მარტი, 2022

აჩვენე კალენდარზე

ამერიკული განათლების მიღება საქართველოში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება! 



GAU გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამების ახალ საფასო კატეგორიას:

 

ბიზნესის ადმინისტრირება

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 3,900* ლარს.

სამართალი

სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 3,900* ლარს.

საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია

საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 3,900* ლარს.

ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები (EIGER)

EIGER-ის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 2.250* ლარს.

ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა

ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიებისა და მართვის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 3,400* ლარს.


*გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი გადახდებით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.



ასევე ძალაში რჩება სწავლის დაფინანსების სისტემებიც:


TOPგრანტი სამაგისტრო პროგრამებისთვის:
აპლიკანტები, რომლებიც საერთო სამაგისტრო გამოცდების ჯამური რეიტინგით საუკეთესო 300-ეულში მოხვდებიან და აირჩევენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს, GAU-ში ისწავლიან სრული დაფინანსებით სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული 120 კრედიტის ფარგლებში (რომელიმე საგნ(ებ)ის ხელმეორედ ან/და დამატებით არჩევის შეთხვევაში სტუდენტი დაფარავს შესაბამისი კრედიტების ღირებულებას).


სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითად დარიცხულ თანხას გამოკლებული სახელმწიფო  სასწავლო გრანტი და დარჩენილ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება რომელიც გამოდის თანხით ყველაზე მაღალი;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ერთი ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით.*



მიღების კრიტერიუმები:


  • მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე;

  •  ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას ინგლისურ ენაში (პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება);

  • გაივლის გასაუბრებას სპეციალობაში.

     

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა