GAU საერთაშორისო კონფერენცია: Joint Conference on Stem Cell, Cell Science, Cancer, Microbiology, and Biosensors-ზე!
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და დიდი ბრიტანეთის "Cognition Conferences"-ის ორგანიზებით Joint Conference on Stem Cell, Cell Science, Cancer, Microbiology, and Biosensors-ის კონფერენცია, რომში დაორგანიზდა, რომელსაც 200-ზე მეტი მეცნიერი ესწრებოდა მსოფლიოს 23 ქვეყნიდან, რომელთა შორისაც იყვნენ: აშშ, იაპონია, ბრაზილია, საფრანგეთი და სხვა. (18.11.24-20.11.24)
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო უახლესი კვლევები გენეტიკის, უჯრედული მედიცინის, მიკრობიოლოგიის და ახალი ტექნოლოგიური სიახლეები მედიცინის დარგში. კონფერენციას კურირებდა GAU-ს მედიცინის სკოლის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთევან თავამაიშვილი.