鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

იდეების მარათონი GAU-ში!

იდეების მარათონი GAU-ში!

ოთხშაბათი, 18 იანვარი, 2023

აჩვენე კალენდარზე

იდეების მარათონი - იფიქრე განსხვავებულად!


იდეების მარათონი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროექტია მოტივირებული და შემოქმედებითი მოსწავლეებისთვის. კონკურსი დაგეხმარება საკუთარი იდეების დახვეწასა და პროდუქტის შექმნისთვის საჭირო სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში. ამავდროულად აღნიშნული გამოცდილება GAU-ში საუნივერსიტეტო ცხოვრების ნაყოფიერი დასაწყისი იქნება.

შერჩეულ მონაწილეებს პირველ რიგში ჩაუტარდებათ მასტერკლასი, რომელიც მოიცავს თემებს როგორიცაა იდეების გენერირება, ბრენდინგი, ჩარჩოს მიღმა ფიქრი, მეწარმეობა და სხვა. მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდებათ ვორქშოფი იდეების გენერირებაზე, რის შედეგადაც მათ შეეძლებათ ჩამოაყალიბონ საბოლოო პროექტი ჟიურის წევრებთან წარსადგენად.

ყველა კონკურსანტს, რომელიც სრულად მიიღებს მონაწილეობას პროექტში გადაეცემა სერტიფიკატი. პროექტი წარიმართება ონლაინ Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.

როგორ უნდა გახდე იდეების მარათონის მონაწილე:

  • იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო პროექტში, უნდა იყო საქართველოს ნებისმიერი რეგიონის (გარდა თბილისისა)  სახელმწიფო, ან კერძო საშუალო სკოლის მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლეს;
  • კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია გუნდურად.  გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 4-ს (გუნდურად დარეგისტრირების შემთხვევაში, გუნდის წევრები უნდა იყვნენ ერთი და იგივე სასწავლო დაწესებულების მოსწავლეები)
  • უნდა შეავსო სარეგისტრაციო ფორმა. ყურადღება მიექცევა თქვენს სამოტივაციო წერილს. აპლიკაციის შესავსებად ისარგებლე შემდეგი ბმულით: -   რ᳥გისტრაცია გრძელდება 29 იანვრის ჩათვლით;
  • ერთი სკოლიდან შესაძლებელია რამდენიმე გუნდის დარეგისტრირება;

  ლექცია 1: როგორ გავხდეთ ანტერპრენერი 01.02.2022

  ლექცია 2: იდეის ფიჩინგი 03.02.2022

  ლექცია 3: იდეების ბრენდინგი 06.02.2022

  ფინალი : იდეები წარდგენა 14.02.2022


ეტაები

  • დარეგისტრირებული კანდიდატებიდან შეირჩევიან კონკურსანტები შევსებული აპლიკაციისა და სამოტივაციო წერილის მიხედვით.
  • მონაწილეები დაესწრებიან მასტერკლასს და ვორქშოფს, რის საფუძველზეც ისინი განავითარებენ თავიანთ იდეებს და მოამზადებენ პრეზენტაციებს.
  • ლექციები: როგორ გავხდეთ ანტერპრენერი?, იდეების ბრენდინგი, იდეიდან ფიჩინგამდე.
  • მესამე ეტაპი დაეთმობა პრეზენტაციებზე მუშაობას და  მათ წარდგენას ჟიურის წინაშე. მოცემული დავალების საფუძველზე ყველა კონკურსანტი მოამზადებს პრეზენტაციას, თუმცა შეირჩევა მხოლოდ 10 საუკეთესო იდეა, რომელიც წარსდგება ჟიურის წინაშე. საუკეთესო წარმდგენს გადაეცემა პრიზი GAU-სგან.


კონკურსის საპრიზო ფონდი

პირველი ადგილი:

500 ლარიანი ფულადი პრიზი

300 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;

მეორე ადგილი:

300 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;

GAU-ს ბრენდირებული საჩუქრები

მესამე ადგილი

კანტის აკადემიის ონლაინ პროგრამაზე სრული დაფინანსება


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა