ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) 2019 წლის ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი დაიწყო!
- რ᳥გისტრაცია: 29 ნომებრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით;
- კენჭისყრა ჩატარდება 10 დეკემბერს (სადაც ასევე დეტალურად განვიხილავთ თამაშის წესებს და სტრუქტურას);
- თამაშები დაიწყება 14 დეკემბერს;
- დაჯილდოება: გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა თასი, რომელიც იმოგზაურებს ტურნირიდან ტურნირამდე და ფულადი პრიზი (600 ლარი).
ჩ᳥მიონატში&Բ;მონაწილ᳥ǃის&Բ;წ᳥ს᳥ბი:
1.1. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია არაუმეტეს 10 და არანაკლებ 8 წევრით დაკომპლექტებულ გუნდს,
რომლის შემადგენლობაში შესული თითოეული მონაწილე არის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტი;
1.2. ტურნირის წესებიდან გამომდინარე, ესა თუ ის გუნდი არ არის აუცილებელი რომ დაკომპლექტებული
იყოს ერთი და იმავე მიმართულების/პროგრამის სტუდენტებით;
1.3. არ შეიძლება გუნდის განაცხადის შეცვლა ტურნირის დაწყების შემდეგ;
1.4. არ შეიძლება ერთზე მეტ გუნდში თამაში;
1.5. მონაწილეთა სქესი არ არის განსაზღვრული.
გუნდების&Բ;ჸსარ᳥გისტრირ᳥ბლად&Բ;გაჸჸთ&Բ;ბმულზ᳥
ჸ&Բ;შ᳥ავს᳥თ&Բ;
თამაშის&Բ;წ᳥ს᳥ბი:
2.1. მოქმედებს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი ყველა წესი,
რომელიც არ არის შეცვლილი ორგანიზატორთა მიერ მომდევნო წესებით;
2.2. თითოეული გუნდის შემადგენლობაში უნდა იყოს რვა (8) მოთამაშე: 5 ძირითადი მოთამაშე (1 მეკარე და 4 მოედანზე) და 3 სათადარიგო;
2.3. არ მოქმედებს თამაშგარის წესი;
2.4. ცვლილებების რაოდენობა არ არის შეზღუდული;
2.5. შეცვლილ მოთამაშეს შეუძლია თამაშში დაბრუნება;
2.6. წითელი ბარათის მიღების შემთხვევაში დისკვალიფიცირებული მოთამაშე უნდა შეიცვალოს სათადარიგო მოთამაშით;
2.7. დისკვალიფიკაცია არ ვრცელდება შემდეგ მატჩზე;
2.8. გოლის აღნიშვნის ნებისმიერი შეზღუდვა გაუქმებულია;
2.9. საჯარიმო დარტყმის დროს ბურთსა და დაჯარიმებული გუნდის ფეხბურთელებს შორის მანძილს განსაზღვრავს მსაჯი;
2.10. პენალტი უნდა შესრულდეს კარის ხაზიდან ცხრა (9) მეტრის მანძილიდან;
2.11. გვერდითი ხაზიდან მოთამაშემ ბურთი თამაშში უნდა შემოიტანოს ფეხით;
2.11.1. გვერდითი ხაზიდან შემოტანილი ბურთი არ უნდა იყოს ჰაერში;
2.12 იმ შემთხვევაში თუ გუნდი დააგროვებს 5 ჯარიმას მოწინააღმდეგე გუნდს ეძლევა პენალტის დარტყმის უფლება;
2.12.1 ჯარიმების რაოდენობა ბათილდება მეორე ტაიმში და თავიდან აითვლება;
ტურნირის&Բ;სტრუქტურა:
3.1. ტურნირის სტრუქტურა (ჯგუფური ეტაპი/ფლეიოფი ანდა ოლიმპიური პრინციპი) დამოკიდებული იქნება მონაწილე გუნდების რაოდენობაზე;
3.2. მატჩი გრძელდება ორი (2), ოცწუთიანი (20 წთ) ტაიმი;
3.3. ფლეიოფში ფრეს დაფიქსირების შემთხვევაში ინიშნება ორი (2), ხუთწუთიანი (5 წთ) ტაიმი. თუ დამატებითი დრო არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნება ცხრა (9) მეტრიანი დარტყმების სერია;
3.4. თამაშების ჩატარების დროები წინასწარ შეთანხმებული იქნება გუნდების კაპიტნებთან;
3.5. შეთანხმებულ მატჩზე არ გამოცხადების შემთხვევაში გუნდს ჩაეწერება წაგება ანგარიშით 0:3.
ჸმატ᳥ბითი&Բ;ინფორმაციისთვის&Բ;ჸგვიკავშირდით:
555 335 066 - სალო
598 591 555 - გივი