16 ივლისს (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის, -სა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს/ საქართველოს ოფისის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ფოტო-გამოფენა, სახელწოდებით „ცხოვრება კონფლიქტის შემდეგ“. პროექტი ეძღვნებოდა და მოგვითხრობდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანთა შესახებ.
ღონისძიებას, ოფიციალურ პირებთან ერთად, ესწრებოდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლისა და აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდის მიერ ორგანიზებულ ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში.