鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

GAUსტარტაპე - სკოლის მოსწავლეებისთვის

GAUსტარტაპე - სკოლის მოსწავლეებისთვის

პარასკევი, 20 ნოემბერი, 2020

აჩვენე კალენდარზე

ხარ მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე და გაქვს საინტერესო ბიზნეს იდეები? გაინტერესებს მეწარმეობა? - მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!

GAUსტარტაპე GAU-ს ბიზნესის სკოლის პროექტია მოტივირებული და შემოქმედებითი მოსწავლეებისთვის. კონკურსი დაგეხმარება საკუთარი იდეების დახვეწასა და პროდუქტის შექმნისთვის საჭირო სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში.

შერჩეულ მონაწილეებს პირველ რიგში, ჩაუტარდებათ 5 მასტერკლასი, სადაც ისინი გაეცნობიან ისეთ თემებს როგორიცაა: მეწარმეობა, ფინანსები, ლიდერშიფი, ბრენდინგი და მარკეტინგი. ლექციებს გაუძღვებიან GAU-ს ბიზნესის სკოლის ლექტორები და კანტის აკადემიის სპიკერები. ტექნოლოგიური სტარტაპ იდეების მხარდასაჭერად კი პროექტში ასევე ჩაერთვებიან ჯეოლაბის ტრენერები!

როგორ უნდა გახდე GAU-სტარტაპეს მონაწილე:

  • იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო პროექტში, უნდა იყო საქართველოს ნებისმიერი სახელმწიფო თუ კერძო საშუალო სკოლის მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე;
  • უნდა შეავსო სარეგისტრაციო ფორმა და დაურთო 2-წუთიანი ვიდეო, სადაც მოგვიყვები შენი ბიზნეს იდეის შესახებ. აპლიკაციის შესავსებად და ვიდეოს ასატვირთად ისარგებლე შემდეგი ბმულით: . რ᳥გისტრაცია გრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით;
  • კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.  გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 4-ს (გუნდურად დარეგისტრირების შემთხვევაში, გუნდის წევრები უნდა იყვნენ ერთი და იგივე სასწავლო დაწესებულების მოსწავლეები)
  • ერთი სკოლიდან შესაძლებელია რამდენიმე კონკურსანტის/გუნდის დარეგისტრირება;
  • შენი იდეა შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ თემას, ეს იქნება ტანსაცმლის ბრენდის შექმნა, ინოვაციური ტექნიკის გამოგონება, ახალი სერვისის შემუშავება თუ სხვა. გაქვს სრული თავისუფლება, არ შეიზღუდო თავი და თამამად გადაეშვი კრეატიულობის უსაზღვრო მორევში!

ეტაები:

  • შემოსულ საინტერესო იდეებს შორის შევარჩევთ 20 საუკეთესოს - შევსებული აპლიკაციისა და ვიდეო ჩანაწერის მიხედვით
  • შერჩეული კონკურსანტები მიიღებენ დავალებას, რომლის მიხედვითაც გირკვევა პრdzქტის საბოლოო მონაწილეების ვინაობა (სულ 10 მონაწილე)
  • მონაწილეები დაესწრებიან მასტერკლასებს და მათი მიმდინარეობის პროცესში განავითარებენ თავიანთ ბიზნეს-იდეებს, რათა წარადგინონ სპეციალური ჟიურის წინაშე, დასკვნით ეტაპზე
  • ფინალში მონაწილეები გააშუქებენ როგორც თავიანთ პირველად ვიდეო ჩანაწერებს, ისე საბოლოო პრეზენტაციას, რომელშიც შეტანილი იქნება ცვლილებები. ის კონკურსანტი/გუნდი, რომელსაც ექნება საუკეთესო ბიზნეს იდეა და გვაჩვენებს განვითარების პროცესს, გახდება მოწვეული ჟიურის რჩეული და კონკურსის გამარჯვებული.

კონკურსის საპრიზო ფონდი:

პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა:

  • 2000 ლარი საკუთარი იდეის განხორციელებისთვის;
  • 1500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;

მეორე ადგილის მფლობელს გადაეცემა:

  • საპრიზო თანხა 500 ლარის ოდენობით;
  • 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;

მესამე ადგილის მფლობელს გადაეცემა:

  • 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;


GAU-
ს პარტნიორი კომპანია, კანტის აკადემია, გამოავლ᳥ნს „კანტის რჩეულ გუნდს “, რომელსაც სრულად დაუფინანსებს კანტის აკადემიის სამთვიან კურსს 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში.

GAU-ს პარტნიორი კომპანია, ჯეოლაბი, გამოავლ᳥ნს „ჯეოლაბის რჩეულ გუნდს “, რომელსაც სრულიად დაუფინანსებს მათი იდეისთვის საჭირო კურსს ჯეოლაბის კურსებიდან.

კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენისა და მათი დაჯილდოების პროცესს პირდაპირი ეთერით შემოგთავაზებთ, ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე.

შერჩეული კანდიდატებისთვის მასტერკლასების ჩატარების თარიღები:

  • ლიდერშიფი - 7 დეკემბერი, 4 საათი, ნანა მიქაშავიძე
  • მეწარმეობა - 9 დეკემბერი, 4 საათი, თიკო ზერაგია
  • ფინანსები - 10 დეკემერი, 4 საათი, მარიამ ბერაძე
  • ბრენდინგი - 15 დეკემბერი, 4 საათი, გიორგი თაქთაქიშვილი
  • მარკეტინგი - 17 დეკემბერი, 4 საათი, ეკატერინე  ნადარეიშვილი
  • ფიჩინგი - 21 დეკემბერი, 4 საათი, თიკო ზერაგია

    კონკურსის ფინალი გაიმართება 26 დეკემბერს, 12 საათზე.

პრdzქტის მიმდინარეობის გრაფიკი

პრdzქტის ეტაები

თარიღი

განაცხადების მიღება

     19-30 ნოემბერი

შერჩეული აპლიკანტების პირველადი გადარჩევა

      30-01 დეკემბერი

საბოლოო მონაწილეების შერჩევა

     02-04 ნოემბერი

სატრენინგო სესიები

      07-21 დეკემბერი

კონკურსი და გამარჯვებულის გამოვლენა

      21-26 დეკემბერი


გისურვებთ წარმატებას!


 

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა