ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი 2020 წლიდან ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი და NAEMT-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრია.
31 იანვარს ტრენინგ ცენტრმა, საქართველოს მოტოფედერაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა, ტრენინგზე "პირველი შემთხვევის ადგილზე" (FOTS). მონაწილეები გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ძირითად პრინციპებს, განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: სისხლდენის მართვა, სასუნთქი გზების გახსნა, გულფილტვის რეანიმაცია, დაზარალებულის ჩაფხუტის უსაფრთხოდ მოხსნა და დამწვრობის მართვა. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერთიფიკატები.
GAU-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი ამზადებს ყველა დაინტერესებულ მსურველს თანამედროვე მეთოდოლოგიით, უახლესი გაიდლაინებითა და რეკომენდაციებით.
დარეგისტრირდი FOTS-ის კურსზე დღესვე:
გაიგე მეტი ტრენინგ ცენტრის შესახებ: