鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

დებატების კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულები

დებატების კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულები

კვირა, 27 ივნისი, 2021

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის მორიგი მასშტაბური და საინტერესო პროექტი, ǃლაინ დებატების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის წარმატებით დასრულდა!

დებატების კონკურსის 2021 წლის გამარჯვებული გახდა წმ.ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლის გუნდი: ანა ნავერიანი (გუნდის კაპიტანი), გიǃგი&Բ;ბაჩალიაშვილი და მარიამ სანაია.

პირველი ადგილის მფლობელ გუნდს GAU-სგან საჩუქრად გადაეცა ფულადი პრიზი 1000 ლარის ოდენობით და 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები გუნდის თითოეული წევრისთვის, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;

მეორე ადგილის მფლობელ გუნდს საჩუქრად გადაეცა 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი გუნდის თითოეული წევრისთვის, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში. მათ ასევე,  გადაეცემათ GAU-ს ბრენდირებული ნივთები.

დებატები არის ფორმალური შეჯიბრება არგუმენტებით ორ გუნდს, ან ორ ადამიანს შორის. უფრო ფართო გაგებით, დებატები არის უმნიშვნელოვანესი იარაღი დემოკრატული და ღია საზოგადოების განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. დებატების ხელოვნება მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საგანმანათლებლო მეთოდად თანამედროვე სწავლებაში.

პროექტის კონკურსანტებს ჩაუტარდათ პროფესიული მასტერკლასი, სადაც ისინი გაეცნენ დებატების ხელოვნებასა და დებატების ჩატარების პრინციპებს კარლ პოპერის ფორმატის მიხედვით. მონაწილეებმა თეორიულ საკითხებთან ერთად, მიიღეს რეკომენდაციები პრაქტიკოსი პროფესიონალებისგან.

მასტერკლასისა და კონკურსის მიმდინარეობის პროცესში სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოეჩინათ საკუთარი თავი, განევითარებინათ არგუმენტირებული მსჯელობა, გაეღვივებინათ კრიტიკული აზროვნება, წარმოეჩინათ დებატების ხელოვნება და გამოემჟღავნებინათ ორატორული ნიჭი.

GAU წარმატებას უსურვებს პროექტის თითოეულ მონაწილეს!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა