გაცვლითი პროგრამის სტუდენტების ინტერვიუ - მარიამ ტყავაძე
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი, 2020
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლის სტუდენტი, მარიამ ტყავაძე
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის განმავლობაში იმყოფებოდა იტალიაში, ლაკვილას უნივერსიტეტში (University of L'Aquila).
1. მოგვიყევით როგორ გაიგეთ ჩვენი გაცვლითი პროგრამის შესახებ, რამ მოგხიბლათ (ადგილმა, უნივერსიტეტმა თუ სხვა ფაქტორებმა)?
გაცვლითი პროგრამის შესახებ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის Facebook გვერდის პოსტის მეშვეობით შევიტყვე. ყოველთვის მხიბლავდა ახალი გამოწვევები, ასევე ერასმუსის სტიპენდიანტის სტატუსი ბევრს ნიშნავს, ამ ფაქტორების გათვალისწინებით გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო გაცვლით პროგრამაში.
2. რა პროცესები გაიარეთ ამ პროგრამაში ჩართვისთვის, როგორი იყო უნივერსიტეტის მხრიდან მხარდაჭერა, მზაობა, ღიაობა და რამდენად მარტივი ან რთულია GAU-ს გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა ჩვენივე სტუდენტ᳥ბისთვის.
პირველ რიგში, იმისთვის რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მიიღო საჭიროა აკმაყოფილებდე სხვადასხვა კრიტერიუმებს (მაგ: გქონდეს მოთხოვნის შესაბამისი GPA), ამის შემდეგ უკვე ხდება საბუთების მოწესრიგება დედლაინამდე, სამოტივაციო წერილის დაწერა და აპლიკაციის შევსება. აპლიკაციასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მომაწოდა GAU-ს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა თამარ მეჭურჭრიშვილმა, რაც დამეხმარა სააპლიკაციო ფორმის მარტივად შევსებაში.
საბუთების შეტანის შემდეგი ეტაპი არის გასაუბრება სპეციალურ კომისიასთან, რომლის ერთ-ერთი წევრი GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილიცაა, შესაბამისად გასაუბრება ინგლისურ ენაზე ტარდება. აქედან გამომინარე, იმისთვის რომ სტუდენტმა მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამაში და კონკურენცია გაუწიოს სხვა სტუდენტებს საჭიროა ჰქონდეს კარგი GPA, ფლობდეს უცხო ენას და, რა თქმა უნდა, მზად იყოს უამრავი გამოწვევისთვის, რომელიც წინ ელოდება.
3. რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, რისი მომტანია ეს გამოცდილება სტუდენტისთვის?
ერასმუსის პროგრამა ჩემთვის არ ყოფილა უცხოეთში სასწავლო ვიზიტის პირველი გამოცდილება. სკოლის ასაკიდან სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში მიმიღია მონაწილეობა და ვყოფილვარ ავსტრიასა და გერმანიაში, თუმცა ერასმუსის პროგრამამ მომცა საშუალება ერთი სემესტრი გამეტარებინა იტალიაში.
ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის საერთაშორისო გამოცდილება. ვთვლი, 21-ე საუკუნეში, სადაც კონკურენციის დონე დღითიდღე იმატებს, საჭიროა, იყო უფრო ძლიერი და მრავალპროფილური გამოცდილების მქონე, რათა იყო მეტად კონკურენტუნარიანი ვიდრე სხვები. ჯანსაღი კონკურენციისა და კომფორტის ზონის დატოვების საუკეთესო საშუალება კი სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის მიღებაა, რაც გიბიძგებს მუდმივად განვითარდე და საკუთარ თავზე იმუშავო იმისათვის, რომ იყო უკეთესი.
4. რამდენად განვითარდა თქვენი კარიეული წინსვლები, ცოდნა? გაგვიზიარეთ გამოცდილება.
ერასმუსის პროგრამა მსოფლიოში აღიარებული გაცვლითი პროგრამაა, რომლის შესახებაც ინფორმაცია თითქმის ყველას აქვს. ამიტომ ერასმუსის სტიპენდიანტის სტატუსი ბევრ კარს ხსნის და დიდ მიღწევად ითვლება. ვთვლი, ჩემს კარიერაში დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ერასმუსის სტიპენდიანტობა, რამაც, როგორც პერსონალური, ასევე კარიერული უნარების განვითარების შესაძლებლობა მომცა.
5. რა იყო ყველაზე საინტერესო იმ უნივერსიტეტში, რისი გაზიარებაც ან დანერგვაც გსურთ ჩვენთან, GAU-ში?
იტალიის სასწავლო სისტემას ნამდვილად არ დავნერგავდი საქართველოში და მითუმეტეს GAU-ში. მარტივად რომ ავხსნა, იტალიელებს მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აქვთ გამოცდები სემესტრის ბოლოს, რასაც ჩვენ ფინალურ გამოცდებს ვუწოდებთ, არადამაკმაყოფილებელი ქულის მიღების შემთხვევაში კიდევ ორჯერ ეძლევათ ხელახლა ცდის უფლება, ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი სიახლე იყო და ვფიქრობ, ასეთი სისტემა სტუდენტს უფრო აზარმაცებს და მისი განვითარებისა და ცოდნის მიღების პროცესს ანელებს. ასევე, შეფასების სისტემაც სულ რაღაც 30 ქულით შემოიფარგლება, სწორედ ამ ერთი გამოცდის გამო. ჩვენს 100 ქულიან სისტემას მე პირადად არაფერი მირჩევნია და ვთვლი, იმისათვის რომ ცოდნა მიიღო და ეტაპობრივად შეამოწმო შენი თავი მიღებულ ცოდნაში საჭიროა ისეთი სისტემა როგორიც GAU-ს აქვს, სხვა მრავალი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების მსგავსად.
ერთ-ერთი პლუსი გაცვლითი პროგრამების ის არის, რომ უნივერსიტეტში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი სტუდენტები იყრიან თავს და ერთმანეთში კომუნიკაცია ძალიან საინტერესოა, მოხარული ვიქნები თუ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს გაცვლითი პროგრამით GAU-შიც შეეძლებათ ჩამოსვლა.
6. გაიხსენეთ ყველაზე უცნაური, fun, გასაკვირი ან საინტერესო ამბავი რაც იქ გადაგხდათ.
არ ვიცი. იტალიაშია ასეთი საინტერესო სატრანსპორტო სისტემა თუ ლაკვილაში გაგვიმართლა, თუმცა ფაქტია ხუთი თვის განმავლობაში ავტობუსის ლოდინში და ავტობუსში ვატარებდი ნახევარ დღეს მაინც. გაგიჩნდებოდათ კითხვა და არა მარტო არ ვყოფილვარ, მე და ქეთი ვიყავით და ორივე ერთად ვმოგზაურობდით. ყოველ დღე დაუსრულებლად ასეთ თრიფებში, ორივეს ერთად გვეშინოდა და ბოლოს ორივე ერთად ვიცინოდით ამ ამბებზე. ყველაზე ამაღელვებელი კი ის მომენტი იყო, უნივერსიტეტში ლექტორთან შეხვედრაზე, რომ მივდიოდით და სულ შემთხვევით ავტობუსმა რომელსაც უნივერსიტეტთან უნდა გაევლო სხვა ქალაქისკენ გადაუხვია და მოგვიწია ასე რამდენიმე საათი გზაში ყოფნა, რომ ისევ უკან დავბრუნებულიყავით. ისიც ამაღელვებელი იყო, ერთ-რთ დღეს უნივერსიტეტიდან, რომ ვბრუნდებოდით ავტობუსმა გაგვასწრო (იტალიელები ყველგან აგვაინებენ და ზუსტად ეს ავტობუსი გავიდა დროზე ადრე გაჩერებიდან) მოგვიწია ლოდინი 10-ის ნახევრამდე ავტობუსისთვის, რომელიც ბოლო იყო და თუ არ მოვიდოდა, სახლში ვერ წავიდოდით. მოვიდა, გაგვიხარდა, თუმცა ამანაც სულ სხვაგან გადაუხვია და კიდევ კარგი ჩვენი გატეხილი იტალიურიდთ იმის გარკვევა მოვახერხეთ, რომ თურმე ბოლო რეისი სხვა გზით სრულდებოდა და ავტობუსში მხოლოდ ქეთი, მე, მძღოლი და ღამის სიჩუმე ვიყავით, რომელიც გავფანტეთ თუარა არ ვიცი. იტალიელები კარგი ხალხია მაინც სახლთან მიგვიყვანა საღსალამათები. კიდევ ერთი კითხვაც გაგიჩნდებოდათ, რატომ უხვევდა ეს ავტობუსები არასწორ გზებზე და ჩვენში ხომ არ იყო პრობლემა მაგრამ - არა, თურმე ერთი და იგივე ნომერი ავტობუსი კონკრეტულ საათზე კონკრეტულ გზაზე დადიოდა, ამასობაში კი wrong roads lead to beautiful destinations და ლამაზი ადგილები და სასაცილო ისტორიები შემოგვრჩა.
7. რას ურჩევთ სტუდენტებს, რომლებიც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე ფიქრობენ/უნდათ/აპირებენ?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, უნდა შეეძლოთ სხვა სტუდენტ᳥ბისთვის კონკურენციის გაწევა, უნდა იყვნენ წარმატებულები, ყურადღება მიაქციონ GPA-ს და ეცადონ ორიენტირებულები იყვნენ საკუთარ განვითარებაზე. გამოწვევები, რომლებიც შეხვდებათ სიამოვნებით გადალახონ, Failures არ შეუშინდნენ, არასდროს არ დანებდნენ, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პროგრამებში, დააგროვონ გამოცდილება, სამუდამოდ დაივიწყონ კომფორტის ზონა და სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევენ.
8. რას გვეტყვით უნივერსიტეტის პროფესორებზე? გარდა მათი კვალიფიკაციისა,როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ სტუდენტებთან? მაგალითად, მზად იყვნენ აღმოეჩინათ დახმარება და გაეცათ პასუხები თქვენს შეკითხვებზე? მეგობრულები იყვნენ?
იტალიელები მეგობრული ხალხია, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია, ამით ქართველებსა და იტალიელებს შორის დიდი მსგავსებაა. ლექტორებიც ძალიან მეგობრულები იყვნენ. ჩვენს ლექტორებთან გვიწევდა პირადი შეხვედრები, დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ და ისინი ყოველთვის ცდილობდნენ ჩვენს კითხვებზე ამოწურავად ეპასუხათ და თუ რაიმე პრობლემა გვექნებოდა გადაჭრაში დაგვხმარებოდნენ. მათ exchange student-ებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება ჰქონდათ რაც, ვთვლი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.
9. მოგვიყევით სტუდენტურ ცხოვრებაზე, რა აქტივობები ხორციელდებოდა ამ მხრივ უნივერსიტეტში და როგორი იყო თქვენი ჩართულობა?
ლაკვილა სტუდენტური ცხოვრებით დიდად არ გამოირჩეოდა, დიდი არჩევანი არ გვქონია ამ მხრივ. ერთადერთი, რაც მახსენდება უნივერსიტეტში იყო, ჩვენებურად რომ ვთქვათ - თვითმმართველობა, სტუდენტების ჯგუფი, რომლებიც ცდილობდნენ დაეგეგმათ რაიმ