鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

სტუდენტური ვაკანსია: მედიცინის სკოლის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტური ვაკანსია: მედიცინის სკოლის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

სამშაბათი, 04 აპრილი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ახალი შესაძლებლობა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტ᳥ბისთვის!


ცხადდება მიღება კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის სტუდენტური წევრის პოზიციაზე - 3 ვაკანსია. როგორც ღონისძიების წარმომადგენლები, სტუდენტები, სხვა კომიტეტის წევრებთან ერთად, პასუხისმგებელნი იქნებიან განრიგისა და ვადების დადგენაზე, აგრეთვე ექსპერტების დახმარებით წარდგენისა და შეფასების პროცესის მართვაზე. პროექტი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას განავითარონ ისეთი უნარები, როგორიცაა ღონისძიების ორგანიზება, კომუნიკაცია, სამეცნიერო მასალის შეფასება და ა.შ., რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომავალი კარიერისთვის.

შერჩეულ სტუდენტებს მოეთხოვებათ ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას უნივერსიტეტთან და იმუშავებენ უმაღლესი კომიტეტის წევრების უშუალო ზედამხედველობით, მათი მითითებების შესაბამისად. საერთო ჯამში, ეს პოზიცია წარმოადგენს ღირებულ სასწავლო გამოცდილებას და წინ გადადმულ ნაბიჯს სამეცნიერო საქმიანობაში. 


მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • კომიტეტის წევრების დახმარება
  • კომიტეტების თავმჯდომარეებთან მუშაობა კომიტეტის პასუხისმგებლობების შესრულებისა და შეხვედრების დღის წესრიგის დასადგენად
  • კომიტეტისთვის სხდომების შექმნასა და ჩატარებაში ადმინისტრაციული დახმარების გაწევა
  • კომიტეტებსა და GAU-ს მედიცინის სკოლის მენეჯმენტს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა
  • კომიტეტებსა და პოტენციურ მონაწილეებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა
  • შეხვედრებში მონაწილეობა
  • სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა აქტივობები.


მოთხǃნ᳥ბი:

  • კარგი ლიდერული, პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები,
  • ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან, ისევე როგორც სტუდენტებთან, ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი.
  • შესანიშნავი კომუნიკაციის უნარები (სიტყვიერი და წერილობითი), მედიის სპექტრის გამოყენებით (ელ. ფოსტა, ქსელები და ა.შ) რუტინული კომუნიკაციის შესაძლებლობა
  • გუნდური მუშაობის უნარი: შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა და წვლილის შეტანა.
  • კარგად ორგანიზებული და მოტივირებული თავისი მოვალეობების შესასრულებლად.
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო საათები: 4 სთ. კვირაში.


შერჩევის კრიტერიუმები:

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თანამდებობაზე წევრ სტუდენტად დაინიშნება პირი, რომელსაც:

  • აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში
  • აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA)
  • აქვს კარგი ცოდნა/მაღალი ქულა საგანში, რომელიც დაკავშირებულია კვლევის უნარებთან და ცოდნასთან (საზოგადოება და ჯანმრთელობა/კვლევის უნარები)
  • არის მოტივირებული კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის მოვალეობების შესასრულებლად

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრ სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი.

ეს პოზიცია გულისხმობს როტაციის სისტემას, სტუდენტური წევრების როტაცია ხდება ორ წელიწადში ერთხელ.


როგორ უნდა დარეგისტრირდეთ:

კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

სამოტივაციო წერილი - ერთგვერდიანი ნარკვევი, რომელიც განმარტავს, თუ რატომ გსურთ იყოთ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის სტუდენტური წევრი

გთხოვთ დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე და დაურთოთ სამოტივაციო წერილი:

შერჩეულ სტუდენტებს გაესაუბრება კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე.

ამ პოზიციაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 10 აპრილი

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა