ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტის 08.06.2022 № 03-01 ბრძანების შესაბამისად ცხადდება შიდა საგრანტო კონკურსი 2022 წლის 8 ივნისიდან 2022 წლის 8 ივლისამდე უნივერსიტეტის მისიის, სტრატეგიული განვითარების გეგმის, კვლევის სტრატეგიისა და კვლევის პრიორიტეტების შ᳥საბამისად.
საგრანტო დაფინანსება არის უნივერსიტეტში განხორციელებული სამეცნიერო, კვლევითი, ინოვაციური ან სხვა სახის შემოქმედებითი საქმიანობისთვის გამოყოფილი შიდა რესურსი, რაც მიზნად ისახავს გააძლიეროს უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალი და რეპუტაცია, კიდევ უფრო ინტენსიური და საჯარო გახადოს გაუს სამეცნიერო კვლევითი რესურსის შესაძლებლობები და მათი კვლევის შედეგები.
საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლია გაუს აკადემიურ, მოწვეულ და ადმინისტრაციულ პერსონალს, მკვლ᳥ვართა ჯგუფს, კლასტერს და სხვა სუბიექტს.
საგრანტო განაცხადის წარდგენა ხდება სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე კვლევის განვითარებისა და ხელშეწყობის სამსახურში.
საგრანტო განაცხადი წარდგენილ უნდა იქნას „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საგრანტო განაცხადის წარდგენის და განხილვის წესის“ შ᳥საბამისად.
საგრანტო განაცხადის განხილვას სამეცნიერო საბჭო ახორციელებს შიდა კონკურსის ვადის ამოწურვიდან 20 დღის ვადაში და შედეგი დაინტერესებულ მხარეს ეცნობება წერილობით გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
დაფინანსების შემთხვევაში პირი ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ. ანგარიშის წარდგენის ვადებს და პერიოდულობას განსაზღვრავს სამეცნიერო საბჭო გრანტის სპეციფიკიდან გამომდინარე.
გისურვებთ წარმატებებს!