鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

Babeș-Bolyai-ს უნივერსიტეტის პროფესორები GAU-ში!

Babeș-Bolyai-ს უნივერსიტეტის პროფესორები GAU-ში!

ოთხშაბათი, 05 ივლისი, 2023

აჩვენე კალენდარზე

28 ივნისს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლას სამეცნიერო ვიზიტით ესტუმრა ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტის (კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი) ევროპული კვლევების ფაკულტეტის პროფესორები ლაურა-მარია ჰერტა და დელია პოპ-ფლანჟა. 

სტუმრებმა წაიკითხეს საჯარო ლექცია უსაფრთხოების, კრიზისებისა და კომუნიკაციის თემატიკაზე.  ასევე, შედგა შეხვედრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანთან პროფ. ზაზა რუხაძესთან, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდა პოლიტიკური მეცნიერებისა და სოციოლოგიის პროფესორი ბაქარ ბერეკაშვილი. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა ინსტიტუციებს შორის სამომავლო აკადემიური თანამშრომლების ფორმები და პერსპექტივები.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა