ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების ჸსაკავ᳥ბლად 3 წლის ვადით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
სავალდებულო:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
- CV;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
- წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსია;
- კლინიკურ დისციპლინებზე დამატებით შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
- პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დამატებით წარმოსადგენი:
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კონკურსის ბოლო ეტაპზე გასულ მონაწილესთან შეიძლება დაინიშნოს გასაუბრება და საჭიროების შემთხვევაში მოეთხოვოს საჩვენებელი ლექციის ჩატარება პროგრამის/სასწავლო კომპონენტის ენის შესაბამისად.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის შრომის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2020 წლის 31 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით 11 საათიდან 17 საათამდე სამუშაო დღეებში, მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #10. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ასევე შეუძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია წარმოადგინონ ელექტრონული სახით შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე vacancy@gau.edu.ge
კონკურსი ჩატარდება 10 თებერვალს, ხოლო საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 12 თებერვალს.
იხილეთ შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების ჸსაკავ᳥ბლად კონკურსის ჩატარების დებულება.
საკონკურსო ადგილებიმიმართულება - ზოგადი ქირურგია
|