ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების ჸსაკავ᳥ბლად 3 წლის ვადით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
სავალდებულო:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
- CV;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
- წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსია.
დამატებით წარმოსადგენი:
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კონკურსის ბოლო ეტაპზე გასულ მონაწილესთან შეიძლება დაინიშნოს გასაუბრება და საჭიროების შემთხვევაში მოეთხოვოს საჩვენებელი ლექციის ჩატარება პროგრამის/სასწავლო კომპონენტის ენის შესაბამისად.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის შრომის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2019 წლის 20 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით 11 საათიდან 17 საათამდე სამუშაო დღეებში, მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #10. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ასევე შეუძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია წარმოადგინონ ელექტრონული სახით შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე vacancy@gau.ge
კონკურსი ჩატარდება 4 ივნისს, ხოლო საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 5 ივნისს.
იხილეთ შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების ჸსაკავ᳥ბლად კონკურსის ჩატარების დებულება.
საკონკურსო ადგილებიბიზნესის სკოლამიმართულება - ბიზნესის ადმინისტრირება
მიმართულება - ბაზისური მეცნიერებები (ბიოქიმია/გენეტიკა/უჯრედული ბიოლოგია)
|
*იხილეთ მედიცინის სკოლაში საკონკურსო ადგილების მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული ცვლილება.