鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

AI Bootcamp: ზაალ გაჩეჩილაძე "Artificial Intelligence in Use"

AI Bootcamp: ზაალ გაჩეჩილაძე "Artificial Intelligence in Use"

სამშაბათი, 25 მაისი, 2021

აჩვენე კალენდარზე

Al Bootcamp-ის ონლაინ შეხვედრების კვირეული, რომელიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლისა და GAU-ს Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ორგანიზებით ხორციელდება, გრძელდება!

25 მაისს (2021) ჩატარდა Al Bootcamp-ის მეოთხე სესია სახელწოდებით Artificial Intelligence in Use, რომელსაც უძღვებოდა ზაალ გაჩეჩილაძე, Pulsar AI-ის CTO & Co-Founder.

აღნიშნული სესია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, რადგან სესიას წინ უძღოდა პულსარის გლობალური წარმატება. გლობალურმა კომპანია SpinCar-მა ქართული სტარტაპი - Pulsar AI შეიძინა, შესაბამისად კომპანია გახდა პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელმაც ასეთ გლობალურ წარმატებას მიაღწია.

6 დღიანი ონლაინ კვირეულის ფარგლებში, Bootcampის მონაწილეები შეძლებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ხელოვნური ინტელექტის/მანქანური სწავლების შესახებ, უცხოელი და ქართველი სპიკერებისგან.

#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა