2016 წლიდან მოყოლებული ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“.
მიუხედავად პანდემიისა, წელსაც არ ვღალატობთ ტრადიციას და ახლა უკვე რიგით მ᳥-6 კონფერენცია გაიმართება 23-24 ოქტომბერს დისტანციური რეჟიმით. წარმოდგენილი მოხსენებები მოიცავს ენათმეცნიერების, ლიტერატურის, მწერლის ენისა და სტილის, ლიტერატურის თეორიისა თუ ფოლკლორის სხვადასხვა საკითხს, აგრეთვე ┶ ქართულ კულტურასთან დაკავშირებულ არაერთ სფეროს.
კონფერენციაზე დასწრების მსურველთათვის ვუთითებთ Zoom-ის ბმულს: