鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

“პირველი შემთხვევის ადგილზე - First On the Scene (FOTS)” უკრაინის მოქალაქეებისთვის

“პირველი შემთხვევის ადგილზე - First On the Scene (FOTS)” უკრაინის მოქალაქეებისთვის

ხუთშაბათი, 14 აპრილი, 2022

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებისთვის აცხადებს სრულად დაფინანსებულ კურსს.


“პირველი შემთხვევის ადგილზე - First On the Scene (FOTS)” Ѱ-ის მიერ შექმნილი კურსია, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს ასწავლის საბაზისო გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე.


სასწავლო კურსი მოიცავს:

  • გარემოს შეფასება - უსაფრთხო გარემო
  • გულის უეცარი გაჩერების დროს კომპრესიები/ზეწოლები გულმკერდზე სისხლის მომიქცევის შესანარჩუნებლად
  • მწვავე ალერგიული რეაქციის დროს დახმარება, ეპიფენის აუტოინჯექტორის გამოყენება
  • ოპიოიდური მოწამვლების ამოცნობა და პირველადი დახმარება
  • ტრავმული პაციენტის პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზე - გულმკერდის ტრავმა
  • სისხლდენის ტიპები და შეჩერების ტექნიკები - ლახტის გამოყენება
  • პირველადი დახმარება უცხო სხეულის გადაცდენის დროს
  • დაშავებულის გადაყვანა უსაფრთხო ადგილას და უსაფრთხო პოზიცია


კურსი მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკული უნარების შესწავლას სიმულაციურ პაციენტზე და მულაჟზე.

კურსის წარმატებით გავლის შ᳥მთხვევაში მსმ᳥ნ᳥ლ᳥ბი/სტუდენტ᳥ბი&Բ;მიიᴢებენ&Բ;Ѱ-ის First On the Scene (FOTS)-ის საერთაშორისო ს᳥რტიფიკატებს.


კურსზე რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით GAU-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრს: gautrainingcenter@gau.edu.ge ან (+995) 591 69 81 88.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა