鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საინფორმაციო-სარეკლამო კამპანია!

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საინფორმაციო-სარეკლამო კამპანია!

ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2024

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, ტურიზმის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად მზარდი ინდუსტრიის გაძლიერებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო.

კერძო სექტორის და უცხოელი პარტნიორების ჩართულობით იქმნება შემდეგი სასწავლო კურსები:

  • სასტუმროს მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი)
  • სტრატეგიული ბრენდინგის და ტურიზმის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი (თბილისი)
  • ტურ-ოპერირების და MICE ტურიზმის სასერტიფიკაციო კურსი (თბილისი)
  • ღვინის ტურიზმის (ენოტურიზმის) სასერტიფიკატო კურსი (თბილისი, თელავი)

პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები უკვე ჩატარდა ქუთაისში, ბათუმსა და თელავში, სადაც ხელი მოეწერა პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. (30.05-07.06.24)


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა