鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საჯარო მართვისა და პოლიციის უნივერსიტეტის აკადემიური ვიზიტი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში!

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საჯარო მართვისა და პოლიციის უნივერსიტეტის აკადემიური ვიზიტი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში!

ხუთშაბათი, 30 მარტი, 2023

აჩვენე კალენდარზე

14-15 მარტს (2023)  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლამ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის (გერმანია) საჯარო მართვისა და პოლიციის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორს უმასმინძლა. ვიზიტის ფარგლებში, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში მოეწყო ორ დღიანი სემინარი, სადაც როგორც ქართველმა ასევე გერმანელმა სტუდენტებმა წარმოადგინეს 11 ერთობლივი პრეზენტაცია სხვადასხვა თემატიკაზე სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერების დარგში. 

გერმანულ დელეგაციაში შედიოდა უნივერსიტეტის 11 სტუდენტი და უნივერსიტეტის პროფესორი ფრენკ ბონი. სემინარს აკადემიური ხელმძღვანელობას უწევდა პროფ. კარლ ბონი (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საჯარო მართვისა და პოლიციის უნივერსიტეტი) და ბაქარ ბერეკაშვილი (ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და სოციოლოგიის პროფესორი).

სემინარი დასრულდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანის, პროფ. ზაზა რუხაძის მიმართვით. პროფ. რუხაძემ მადლობა გადაუხადა სემინარის ყველა მონაწილესა და ორგანიზტორის და გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა სამომოვალო თანამშრომლობის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საჯარო მართვისა და პოლიციის უნივერსიტეტთან.      

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა