იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის გრძელდება!
შაბათი, 14 დეკემბერი, 2019
14 დეკემბერს (2019) თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის ჯგუფური/შესარჩევი ეტაპი გაიმართა.
იმიტირებული სასამართლო პროცესების 2019 წლის კონკურსში მონაწილე 10 სკოლის გუნდიდან აირჩა ორი ფინალისტი გუნდი, თბილისის N23 საჯარო სკოლა და აიბი მთიები.
ფინალური ეტაპი გაიმართება 21 დეკემბერს, უზენაეს სასამართლოში, სადაც გამოვლინდება იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურის 2019 წლის გამარჯვებული სკოლის გუნდი.
იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსი უკვე მეორე წელია ტარდება სკოლის მოსწავლეებისთვის, GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ორგანიზებით.
წარმატებებს ვუსურვებთ ორივე გუნდს!