სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის გამოსაშვები - 2018
შაბათი, 14 ივლისი, 2018
14 ივლისს (2018), სასტუმრო „ბილტმორში“ GAU სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის 150-მდე სტუდენტმა დაამთავრა. ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები ამ სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას ყველაზე აქტიურად სწორედ ახლა შეუდგებიან. კურსდამთავრებულებს სიტყვითGAU-ს პრეზიდენტმა მიმართა. რ. მაიკლ ქაუგილმა იმ მოცემულობებზე ისაუბრა, რომლებიც ცხოვრებაში არსებობს და ყველა კურსდამთავრებულს უსურვა ობიექტური რეალობის მიღების ნებისყოფა და იმის შეცვლის ძალა, რისი შეცვლაც შესაძლებელია. ამის შემდეგ,განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემკურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. აუდიტორიას სიტყვით სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა, ზაზა რუხაძემმიმართა და სითბოსთან ერთად პროფესიული თუ პირადი რჩევები გაუზიარა. თბილი და ემოციური გამოსვლების შემდეგ შედგა რეიტინგით საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოება.
წიგნის მაღაზიათა ქსელი Biblusi • ბიბლუსი რომელიც ღონისძიების სპონსორი იყო, წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ასევე კურსდამთავრებულებს გადაეცათGAU-ს ბრენდირებული საჩუქრები. დიპლომების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ტრადიციული საპატიო კორიდორი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებულმა გაიარა და უნივერსიტეტის დამთავრება ეზოში ქუდების აყრით, ჰელიუმის ბუშტების გაშვებით აღნიშნა. ბოლოს გაიჭრა საზეიმო ტორტი და ღონისძიება არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.