鶹ý

თეატრი GAUდასი

პარასკევი, 07 დეკემბერი, 2018

აჩვენე კალენდარზე

თეატრი GAUდასი მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი "ნიღაბი 2018"-ის მონაწილეა.

7 დეკემბერს (2018) GAUდასმა ფესტივალზე ჟან-ბატისტ მოლიერის კომედია "სიყვარული კურნავს" წარმოადგინა.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) თეატრალური დასის მსახიობებმა ფესტივალის ფარგლებში 2 ნომინაცია და 1 გამარჯვება მოიპოვეს.

  • ნომინაციაში ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დაჯილდოვდა თეატრი GAUდასის მსახიობი, ანანო ციცვიძე.
  • ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ნომინაცია მიიღო თეატრი GAUდასის მსახიობმა, ქეთი კურტანიძემ.
  • ნომინაციაში მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ნომინაცია მიიღო თეატრი GAUდასის მსახიობმა, ზურა ჭაფოძემ.

ჩვენ ვულოცავთ GAUდასს კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს თეატრალურ სამყაროში და წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ წევრს.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა