鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

ილო ბეროშვილი GAU-ში

ილო ბეროშვილი GAU-ში

სამშაბათი, 05 დეკემბერი, 2017

აჩვენე კალენდარზე

5 დეკემბერს (2017) GAU-ს საჯარო შეხვედრების სტუმარი ფილოლოგი, ფეხბურთელი, მსახიობი და შოუმენი ილო ბეროშვილი იყო. ლექცია თემაზე -,,იუმორი საქართველოში’’ ძალიან სახალისო და საინტერესო გახლდათ.

ჩვენმა სტუმარმა სტუდენტებს Ҵზიარა თავისი გამოცდილება. აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან საინტერესოა ახალგაზრდების დამოკიდებულება, აზრი და შეხედულებები. თვლის, რომ ეს ის გადამწყვეტი აუდიტორიაა, რომელმაც ბევრი რამ უნდა შეცვალოს ჩვენს ქვეყანაში. ისაუბრა თუ რა არის იუმორი, რა კომპონენტებისაგან შედგება და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს საუკეთესო თვისება. თავისთავად ხუმრობა არ უნდა იყოს მიმართული სხვის დამცირებასა და შეურაცხყოფაზე. იუმორი საუკეთესო საშუალებაა, განმუხტო და განაიარაღო სიტუაცია.

ასევე, სტუდენტებთან ისაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე, თუ რა როლი აქვს განათლებულ, წიგნიერ საზოგადოებას და როგორ სჭირდება ეს ქვეყანას. სტუდენტებს მოუწოდა, რომ იბრძოლონ მიზნის მისაღწევად და არ შეეშინდეთ თავიანთი თავის წარმოჩენის. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მუშაობა და თავდადება ნებისმიერი საქმის მიმართ, რასაც ხელს მოვკიდებთ. ლექცია საკმაოდ ინტერაქციული იყო და მხურვალე აპლოდისმენტებით დასრულდა.

დიდ მადლობას ვუხდით ილო ბეროშვილს GAU-ში სტუმრობისათვის.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა