鶹ý

სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს ბიზნეს ქეისების შეჯიბრი

GAU-ს ბიზნეს ქეისების შეჯიბრი

შაბათი, 01 ივნისი, 2019

აჩვენე კალენდარზე


1 ივნისს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ბიზნეს ქეისების შეჯიბრი გაიმართა. კონკურსის მონაწილე გუნდები მენტორებთან ერთად ორი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ ქეისს, რომლის თემა უკავშირდებოდა ქართულ ბაზარზე არსებული ორი ტელეკომუნიკაციის გიგანტის შერკინებას: მაგთი VS სილქნეტი. ეს არის ერთ-ერთი პირველი ქართული ქეისი, რომელიც GAU-ს ბიზნესის სკოლამ კომპანიების საჯარო ინფორმაციის გამოყენებით შექმნა.

ფინალურ ეტაპზე გუნდებმა წარმოადგინეს შემაჯამებელი პრეზენტაციები.  მონაწილეებს აფასებდა GAU-ს აკადემიური გუნდისგან დაკომპლექტებული ჟიური, რომელთა შორის იყო ბიზნესის სკოლის დეკანი პროფესორი თეიმურაზ ტორონჯაძე. ასევე მოწვეული ჟიური მაგთის ფინანსური დირექტორი, დავით დონაძე.

ჟიურის გადაწყვეტილებით ბიზნეს ქეისების შეჯიბრის გამარჯვებული გახდა გუნდი „ინოვენცი“ - ცოტნე რამიშვილი, ეკა პაპიაშვილი, ვახო ქვრივიშვილი, ნიკოლოზ შავარდენიძე.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულ გუნდს GAU-სგან საჩუქრად გადაეცემა „როიალ ბატონის“ ვაუჩერი.




სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა