鶹ý

ქალების გადამზადება ვებ დეველოპმენტსა და დიზაინში

პრdzქტები

ქალების გადამზადება ვებ დეველოპმენტსა და დიზაინში

ქალების გადამზადება ვებ დეველოპმენტსა და დიზაინში

სხვა პრdzქტები

ჸსრულებული

“Preparation and training of underserved females in web development and design“ არის USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც მხარს უჭერს ICT სექტორის სამუშაო ძალაში ქალთა ჩართულობის გაზრდას. პროექტი ხორციელდება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების: ჯეოლაბისა და კანტის აკადემიის მიერ და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა დასახელებით “WE-TECH”.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა ტექნიკური უნარების განვითრებას საქართველოში. WE-TECH-ის ყველა მონაწილე გადის მოკლე საგანმანათლებლო კურსს ანტრეპრენერშიფის მიმართულებით, ლიდერული, შემოქმედებითი და მეწარმეული უნარების განვითარების და ხედვის გაფართოების მიზნით, რის შემდეგაც ეუფლება მისთვის სასურველ სპეციფიკურ ტექ-უნარებს, გრაფიკული დიზაინის ან WordPress დეველოპმენტის მიმართულებით. პროგრამის დასკვნითი ნაწილი მოიცავს ნეთვორქინგისა და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომლის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოაჩინონ მიღებული ცოდნა და შექმნან ციფრულ პროდუქტები (ვებ-გვერდები და ვიზუალური მასალა) ქალი მეწარმეებისთვის, გაეცნონ უახლეს ინფორმაციებს სამსახურეობრივ შესაძლებლობებზე ICT სექტორში, დაესწრონ ინდუსტრიის სპეციალისტებთან დაგეგმილ სესიებსა თუ ვებინარებს და მოისმინონ მათი გამოცდილება.

ტექნოლოგიები და ციფრული სამყარო ყოველდღიურად ვითარდება, თუმცა ქალთა წარმომადგენლობა ICT სექტორში დაბალია. აღნიშნული პროექტის განხორციელება პირდაპირ კავშირშია ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების ზრდასთან, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ბაზარზე. ქალთა პროფესიული განვთარება კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასაც.

პროექტი განხორციელდება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ჯეოლაბის და კანტის აკადემიის მიერ. ერთად მათ დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვთ სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა შორისაა მოკლე კურსების და აკადემიური პროგრამების მეშვეობით სხვადასხვა ICT მიმართულებების სწავლება, ქალთა უფლებების პოპულარიზაციაში და ICT ინდუსტრიის განვითრებაში აქტიურად ჩართულობა.

მონაწილეებს გადაეცემათ ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის, ჯეოლაბის და კანტის აკადემიის ერთობლივი სერთიფიკატი.


პროექტის ხანგრძლივობა: 01-Sep-2021 - 01-Apr-2022

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა