鶹ý

ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები საქართველოში (EIGER)

პრdzქტები

ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები საქართველოში (EIGER)

ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები საქართველოში (EIGER)

Erasmus +

ჸსრულებული

ევროკომისიის მხარდაჭერით (TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში) საქართველოს სამ უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ახალ ორწლიან გაერთიანებულ სამაგისტრო პროგრამას „EIGER - ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები საქართველოში“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზებას და გააუმჯობესოს შრომითი ურთიერთობების სფეროს სპეციალისტთა ხარისხი, რომლებიც შეასრულებენ გარდამქმნელ როლს იმ შრომითი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, რომელმაც საქართველო უნდა დაუახლოვოს საერთაშორისოდ აღიარებულ შრომით სტანდარტებს. აღნიშნული მიზანი პირდაპირ შეესაბამება ურთიერთობათა იმ დინამიკას, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის (მაგ. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება).

პროექტის ფარგლებში მომზადდა 27 აკადემიური კურსი (ამას ემატება სამაგისტრო ნაშრომი) და მასთან შესაბამისობაში მყოფი სასწავლო მასალა. პროგრამაში ჩართულ პროფესურას მიეცა შესაძლებლობა პროექტში მონაწილე სამ ევროპულ უნივერსიტეტში განეხორციელებინათ აკადემიური ვიზიტები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. გარდა სასწავლო ასპექტისა სერიოზული ყურადღება ეთმობა კვლ᳥ვაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბების სტიმულირებას.

ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტები:

  • - პროექტის კოორდინატორი

საქართველოს უნივერსიტეტები:

  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) - წამყვანი პარტნიორი საქართველოში
  • კავკასიის უნივერსიტეტი (CU)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU)

პროექტის ნომერი: 544098-TEMPUS-1-2013-1-BE-TEMPUS-JPCR
პროექტის ხანგრძლივობა: 01/12/2013 to 30/11/2016 (36 months)

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა