鶹ý

ტურიზმის პროფესიული კურსების შემუშავება

პრdzქტები

ტურიზმის პროფესიული კურსების შემუშავება

ტურიზმის პროფესიული კურსების შემუშავება

სხვა პრdzქტები

მიმდინარე

USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ხორციელდება ტურიზმის მოკლევადიანი კურსების შექმნის პროექტი, რომელიც დაფარავს ინდუსტრიის საკვანძო მიმართულებებს და ხელმისაწვდომი იქნება თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის ინდუსტრიაში მომსახურების სტანდარტების ამაღლებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გლობალურ ასპარეზზე.

პროექტის ფარგლებში მოხდება როგორც ახალი კვალიფიციური კადრების მომზადება, ასევე დასაქმებულთა კარიერული განვითარების ხელშეწყობა შემდეგი მიმართულებებით:

  • სასტუმროს მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი – ხანგრძლივობა 7 თვე (პრაქტიკული კომპონენტის ჩათვლით), ლოკაცია: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი
  • სტრატეგიული ბრენდინგი და ტურიზმის მარკეტინგი – ხანგრძლივობა 3 თვე, ლოკაცია: თბილისი
  • ტურ-ოპერირებისა და MICE ტურიზმის სასერთიფიკატო კურსი – ხანგრძლივობა 4 თვე (პრაქტიკული კომპონენტის ჩათვლით) ლოკაცია: თბილისი
  • ღვინის ტურიზმის სასერთიფიკატო კურსი – ხანგრძლივობა 5 თვე, (პრაქტიკული კომპონენტის ჩათვლით) ლოკაცია: თბილისი, თელავი

პროექტის საერთაშორისო პარტნიორებს შორისაა ესპანეთის ალკალას უნივერსიტეტი, რომლის აკადემიური პერსონალი ჩართულია პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში.  შესაბამისად,  კურსების „სტრატეგიული ბრენდინგი & ტურიზმის მარკეტინგი” და „ღვინის ტურიზმი”-ს კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი მიიღებენ ერთობლივ საერთაშორისო სერტიფიკატს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ალკალას უნივერსიტეტისგან. გარდა ამისა, იგეგმება კურსების ავტორიზება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

პროგრამების შემუშავების, კურსების მიმდინარეობის, სტაჟირებისა და დასაქმების ნაწილში ჩართულები იქნებიან პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები და პოტენციური დამსაქმებლები, რათა პროგრამები სრულ თანხვედრაში იყოს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან. პარტნიǃები არიან კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, უნივერსიტეტები, საქართველოს ტურიზმის და ენო-ტურიზმის ასოციაციები, DMO-ები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და მეღვინეობები.

პროექტის ფარგლებში დაახლოებით 115 ადამიანს ექნება შესაძლებლობა აიმაღლოს ცოდნა ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.


პროექტის განხორციელების პერიოდი: 2024-2026

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა