ცხადდება გაცვლითი პროგრამა ტამპერეს უნივერსიტეტში, ფინეთი!
ცხადდება გაცვლითი პროგრამა ტამპერეს უნივერსიტეტში, ფინეთი!
ორშაბათი, 19 თებერვალი, 2024 - ხუთშაბათი, 07 მარტი, 2024
ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამაზე, -ში, ფინეთი. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში)
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტის ბიზნესისა და ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკǃების საბაკალავრო პროგრამის, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის, ასევე სამაგისტრო პროგრამის მეორე და მესამე სემესტრის სტუდენტებს
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რ᳥გისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- სტიპენდია ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად - 900 ევრო;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება - 360 ევრო;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტ᳥ბისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტ᳥ტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის სერტიფიკატი ან შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი უნივერსიტ᳥ტისგან
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი)
- გასაუბრება/კანდიდატურის შერჩევა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი)
- დოკუმენტების განხილვა/გრანტის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტი)
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტ᳥ტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტ᳥ბისთვის
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 7 მარტის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Tampere University
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge ; ana.zanqaidze@gau.edu.ge